დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3397 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 14/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.002.337 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 86) 132-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბაჟო ორგანოები ვალდებული არიან, აღკვეთონ საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 და 8711 სასაქონლო კოდებში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, დასაშვებია მხოლოდ საბაჟო ორგანოების მიერ მითითებულ ადგილზე აღნიშნული პარამეტრების კორექტირების შემდეგ. საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების გაცილებას საბაჟო გამშვები პუნქტიდან (საბაჟო საგუშაგოდან) კორექტირების ადგილამდე. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) გავლით შემდგომი გადაადგილება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის წარდგენის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 23 ივნისი.
№3397–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები