„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016659
225
28/07/2014
ვებგვერდი, 29/07/2014
200090000.22.033.016659
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №225

2014 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 62- მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 62. ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალები

1. საქართველოს ტერიტორიაზე ნსაფ-ის გამოყენებას დაქვემდებარებული ნავთობპროდუქტების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან აწარმოონ სპეციალური საბუღალტრო დოკუმენტი:

ა) საბითუმო მიწოდების შემთხვევაში – „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი №III-16);

ბ) საცალო მიწოდების შემთხვევაში – „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი №III-17).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ჟურნალები შესაძლებელია იყოს ელექტრონული ან მატერიალური ფორმის. მატერიალური ფორმის ჟურნალები ინახება უშუალოდ იმ ობიექტზე, სადაც ხორციელდება ნავთობპროდუქტების მიღება-რეალიზაცია (შენახვა); მათი გატანა ან გაგზავნა სხვა ობიექტზე (შენობაში) დაუშვებელია, გარდა საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნის ან თანხმობის შემთხვევებისა.

3. ელექტრონული ჟურნალების რეგისტრაციის მიზნით გადასახადის გადამხდელმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ელექტრონული ფორმის ჟურნალების რეგისტრაცია ხორციელდება სტაციონარული ობიექტის მიხედვით, ერთ სტაციონარულ ობიექტზე გაითვალისწინება ერთი ჟურნალის რეგისტრაცია.

4. მატერიალური ფორმის ჟურნალები უნდა იყოს აკინძული და დამოწმებული გადასახადის გადამხდელის და საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. მატერიალური ფორმის ჟურნალის რეგისტრაცია ხორციელდება თითოეული დასახელების და მარკის ნავთობპროდუქტის ოთხნიშნა კოდების შესაბამისად.

5. ჟურნალები ივსება ყოველდღიურად.

6. №III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-9 სვეტში აისახება დღის განმავლობაში ფასდათმობის გარეშე გაცემული ნავთობპროდუქტის რაოდენობა ლიტრებში.

7. №III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-11 სვეტის შევსება ევალებათ მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ 58-ე მუხლის მე-15 და 151 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

8. №III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-12 და მე-13 სვეტებს ავსებენ ის გადამხდელები, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ ავტოგასამართი სადგურებიდან ფიზიკურ პირებზე ნსაფ-ის გამოწერის გარეშე და იყენებენ იდენტიფიცირებული ფიზიკური პირების მიმართ მათ მიერ შეძენილი საქონლის რაოდენობის ან/და დროის მონაკვეთის მიხედვით ეტაპობრივი ფასდათმობის სისტემას, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ყველა სავაჭრო თუ სარეალიზაციო ობიექტი (სადაც ხდება აღნიშნული ფასდათმობის სისტემის გამოყენება) ჩართულია ერთიან სააღრიცხვო სისტემაში, მუდმივი ან ნახევრად მუდმივი შეერთებით;

ბ) ყველა ობიექტიდან ინფორმაციის (ტრანზაქცია) გაცვლა (მიღება-გაცემა) ცენტრალურ სააღრიცხვო სისტემასთან ხდება სპეციალური სააღრიცხვო ტერმინალების მეშვეობით;

გ) სააღრიცხვო ტერმინალი მომხმარებელზე გადასაცემად ბეჭდავს დეტალურ ჩეკს შემდეგი ინფორმაციის მითითებით: შეძენილი საქონლის დასახელება, მთლიანი თანხა, ფასდათმობის რაოდენობა (შესაძლებელია იყოს როგორც პროცენტული, ასევე ფიქსირებული) და რეალურად გადახდილი თანხა;

დ) მთლიანი თანხის, საქონლის მიხედვით ფასდათმობის რაოდენობის და რეალურად გადახდილი თანხის (არანაკლებ თვითღირებულების) მითითებით, ყოველი ფასდათმობის ოპერაცია სააღრიცხვო ტერმინალში ფიქსირდება ფასდათმობის მიმღები ფიზიკური პირის ბარათის იდენტიფიცირებული ნომრის მიხედვით, ხოლო ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში – ფასდათმობის მიმღები ფიზიკური პირის სახელის, გვარის, პირადი ნომრის და ბარათის იდენტიფიცირებული ნომრის მიხედვით;

ე) ფასდათმობის რაოდენობა ფიქსირებულია ან გამომდინარეობს ბონუსური სქემიდან;

ვ) რეალიზატორი საწარმოს მიერ დამტკიცებული ბონუსური სქემა ფიქსირდება პროგრამულად და ეგზავნება მთელ ქსელში დამონტაჟებულ სააღრიცხვო ტერმინალებს;   

ზ) როგორც ბონუსური სქემის, ასევე ფიქსირებული ფასდათმობის შემთხვევაში,  ცენტრალური სისტემა აწვდის სააღრიცხვო ტერმინალს ინფორმაციას ფასდათმობის რაოდენობის შესახებ კომპანიის მიერ შემუშავებული ფასდათმობის სქემის მიხედვით;

თ) როგორც ბონუსური სქემის, ასევე ფიქსირებული ფასდათმობის შემთხვევაში ფასდათმობის ზედა და ქვედა ზღვარი დგინდება რეალიზატორი საწარმოს მიერ;

ი) ფასდათმობის სისტემა თავსებადია რეალიზატორი საწარმოს ბუღალტრულ სისტემასთან. ყოველი ფასდათმობის ოპერაციის შედეგად მიღებული რეალიზაცია (დღის ოპერაციების მიხედვით ჯამში) აღირიცხება საწარმოს ბუღალტრულ სისტემაში;

კ) ინფორმაცია (სტატისტიკური თუ დეტალური) აღნიშნული ოპერაციებით რეალიზაციაზე გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია საგადასახადო ორგანოებისათვის;

ლ) ფასდათმობისას სისტემაში გამოყენებული ყოველი ბარათი არის ჩიპური ან მაგნიტური ტექნოლოგიის, აღრიცხული და დანომრილი.

9. III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-14 სვეტში მიეთითება ტექნიკური ჩამოსხმის საფუძველი - მადოზირებელი მექანიზმის სისწორის შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-15 და მე-16 სვეტებში აისახება მადოზირებელი მექანიზმის შემოწმების მიზნით განხორციელებული ტექნიკური ჩამოსხმის/ჩაბრუნების ოდენობა (ლიტრებში).

11. №III-16 დანართის და №III-17 დანართის ჟურნალებში შესაბამისი ჩანაწერები კეთდება გადასახადის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

12. დაუშვებელია ჟურნალში აღრიცხვის გარეშე გაცემული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დაწყება, ხოლო მიღების შემთხვევაში – ჩამოცლის დაწყება.

13. ელექტრონულ ჟურნალში მონაცემები აისახება თითოეული დასახელების და მარკის ნავთობპროდუქტის ოთხნიშნა კოდების მიხედვით.

14. ჟურნალში ნავთობპროდუქტების ნაშთების კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ნავთობპროდუქტების დანაკარგების გათვალისწინებით.

15. დაუშვებელია მატერიალური ფორმის ჟურნალში ჩანაწერების ამოშლა, გადაშლა ან სხვაგვარი გადაშლის საშუალების გამოყენება. აუცილებლობიდან გამომდინარე, შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მკრთალად გადაიხაზება პასტით ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა, ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში „შენიშვნა“ იწერება: „შესწორება №... გრაფაში გაკეთებულია (თარიღი), ხელმოწერა (გვარი, სახელი)“. ელექტრონულ ჟურნალში შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის კორექტირებისათვის კეთდება ახალი ჩანაწერი.

16. წლის დამთავრების (ან ჟურნალის სრულად შევსების) შემდგომ, მატერიალური ფორმის ჟურნალის თავფურცელზე კეთდება  ჩანაწერი  ჟურნალში რეგისტრირებული რიგითი ნომრების დიაპაზონების, ჩანაწერების დასაწყისისა და დამთავრების შესახებ.

17. შევსებული ჟურნალი გადასახადის გადამხდელის მიერ ინახება სხვა ბუღალტრულ დოკუმენტებთან ერთად, 6 წლის განმავლობაში. ელექტრონული ფორმის ჟურნალის წარმოების შემთხვევაში, ყოველი წლის მიხედვით ჟურნალი ექვემდებარება ამობეჭდვას და დაარქივებას.

18.  გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა დაცული იყოს ჟურნალი დაკარგვის ან სხვაგვარი ზემოქმედებისგან. მატერიალური ფორმის ჟურნალის გაცნობა (საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ) ხორციელდება გადასახადის გადამხდელის ან ბუღალტრის თანდასწრებით.“.

2. დანართი №III-17 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური