„კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016193
26
01/08/2014
ვებგვერდი, 06/08/2014
190020020.35.149.016193
„კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

               კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №26

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის N31 დადგენილებაში (სსმ. ვებგვერდი, 25/12/2013; 190020020.35.149.016163) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება

1.  ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.

2.  ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა  წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გამგებლის სახელზე;

ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ონკოლოგიური ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);

ე)  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ–ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან მათ შორის, აფთიაქიდან;

ვ)  უარი ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;

3.   ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო  დაწესებულების მათ შორის, აფთიაქის შესაბამის ანგარიშზე.

4.    ონკოლოგიურ ავადმყოფს  დახმარება გაეწევა ერთჯერადად  სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის თანადაფინანსებით 1001 ლარამდე 70% , ხოლო 1001 ლარიდან  თანადაფინანსება 50% –ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;

5.   იმ შემთხვევაში, თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის 50 %–ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;

6.   ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანადაფინანსების  მისაღებად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვეო კომპანიიდან დაფინანსების მიღების შეასხებ;

7.    დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან  15 კალენდარული დღის ვადაში“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-22 მუხლი:

,,მუხლი 22.  თირკმლის უკმარისობით (დიალეზი), დაავადებულ პაციენტების დახმარება

1. ამ მუხლით დაავადების მიმღებს, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ)   განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობიას ასლი, ხოლო არასრულწლოვანის სემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100)

3. ცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იმის თაობაზე, რომ დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) მონაწილეობს თირკმლის უკმარისობით (დიალეზი) დაავადების პროგრამაში.

4. დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან უსინათლო ინვალიდებს 150 ლარის ოდენობით“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)  ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრების შესახებ“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე)   შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისგან“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კასპის მუნციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისმუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში - სამსახური)“.

კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომის მუშაობას უძღვება   ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი“.

ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფისათვის, რომლებიც დახმარების მიმღებად ითვლებიან სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, გარდა ამ წესის პირველი, 11-ი, მე-2 და მე-22 მუხლებით გათვალისწინებული დაფინანსებისა“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე