„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 664
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016351
664
29/08/2014
ვებგვერდი, 29/08/2014
310150000.22.034.016351
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №664

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-12 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების, „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს ინსტრუქცია დამატებით ადგენს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, აგრეთვე საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი და მათთვის ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების  რეგისტრაციის წესს.“

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრაცია – ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა.“

 ბ) მე-31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„31) დროებითი რეგისტრაცია – ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დეკლარანტზე, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადით, დროებით რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება.“

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სარეგისტრაციო ნიშნები - რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, დროებითი მოწმობა, სატრანზიტო სანომრე ნიშანი, შიდა ტრანზიტი, ტექნიკური ტალონი,  „TEST“ ნომერი.“

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგისტრაციაში ცვლილებები – სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების შეტანა.“

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პირველადი რეგისტრაცია - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა), სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა.“

ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. დამხმარე ტექნიკური საშუალება - სავალდებულო რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემადგენელი დამხმარე საშუალებები, რომელზეც არ გაიცემა სანომრე ნიშანი.“

ზ) 91-ე  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92-ე, 93-ე, 94-ე და 95-ე პუნქტები:

 „92. რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) -„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), აგრეთვე „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანების 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-13 მუხლის „ზ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნები.

93. სატრანზიტო სანომრე ნიშანი - „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის  პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი სანომრე ნიშანი.

94. დროებითი სანომრე ნიშანი - შიდა ტრანზიტი, სატრანზიტო სანომრე ნიშანი და „TEST“ ნომერი.  

95. სანომრე ნიშანი - რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და დროებითი სანომრე ნიშანი.“

 3. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგისტრაციის  საფუძველზე გაცემული  რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო  სანომრე ნიშანი);“

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ  დაემატოს  81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„81. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას ან/და საექსპერტო  შემოწმობისას წარმოებს მექნიკური სატრანსპორტო საშუალების შემოწმება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებულ ავტოსატრანსპორტო  საშუალებების მონაცემთა ბაზაში.“

4. მე-9 მუხლის:

  ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) დროებითი რეგისტრაციის შედეგად გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);“

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის საფუძველზე გაიცემა ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). უცხო ქვეყნის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად გაცემული  მოწმობა და ნომერი დროებითი რეგისტრაციის ვადით შესანახად ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს.“

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. 

1. კანონმდებლობით დადგენილი გარემოების არსებობისას,  რეგისტრაციის საფუძველზე სააგენტოს მიერ  მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე  სერიულად გაიცემა:

ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) - ტიპი  №1;

ბ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) - ტიპი №2;

გ) მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

დ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) - ტიპი  №1;

ე) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ვ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის და საკონსულო დაწესებულებების (გარდა გენერალური საკონულოს) შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) - ტიპი  №1;

ზ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის  და საკონსულო დაწესებულებების (გარდა გენერალური საკონულოს) განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

თ) გენერალური საკონსულოს შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) - ტიპი №1;

ი) გენერალური საკონსულოს შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოტოციკლების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

კ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) - ტიპი №1;

ლ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

მ) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

2. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა შემდეგი დროებითი სანომრე ნიშანი:                      

ა) შიდა ტრანზიტი:

ა.ა) ავტომობილის შიდა ტრანზიტი;

ა.ბ) მოტოციკლის შიდა ტრანზიტი.

ბ) სატრანზიტო სანომრე ნიშანი;

გ) „TEST“ ნომერი.

 3. პირის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში,  დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე სერიულად გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)  ცალის ან წყვილის დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის  მქონე №2 ტიპის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ;

4. პირის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში,  დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე სერიულად გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)  დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის  მქონე №1 ტიპის მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით);

5. პირის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში,  დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე სერიულად გაცემული:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)  დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის  მქონე №2 ტიპის საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით);

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)  დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის  მქონე №2 ტიპის დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის  განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით);

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)  დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის  მქონე №2 ტიპის საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომერით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით);

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)  დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის  მქონე №2 ტიპის დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით);

6.  თუ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი გარემოება, რომლის დროსაც რეგისტრაციის საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გასაცემი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშნი) მზადება  ინდივიდუალური წესით (არასერიულად), დაინტერესებული პირის მოთხოვნით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) პირველად დამზადებისას/გაცემისას, მისი ტიპის შერჩევა (ცალის ან წყვილის), შეიძლება განხორციელდეს  მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ნომრის დასამაგრებელი ადგილის კონსტრუქციის შესაბამისად.

7. საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი   მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე  შეიძლება გაიცეს:

ა) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები);

ბ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანების 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-13 მუხლის „ზ“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).

8. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალიწინებული რეგისტრაციის ნომრებისა (სახელმწიფო სანომრე ნიშნებისა), საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებზე და საკონსულო დაწესებულებებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, ამ დაწესებულებების წერილობითო მოთხოვნის საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შესაძლებელია გაცემული იქნეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები).

9. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“-ს საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის საფუძველზე შეიძლება გაიცეს:

ა) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები);

ბ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანების 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-13 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).

გ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).

10. საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე სააგენტოს მიერ გაიცემა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები).

11. იმ შემთხვევაში თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია  ხორციელდება საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების)  მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემა ხორციელდება აღნიშნული დაწესებულებების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, რომელშიც უნდა მიეთითოს თუ ვისთვის არის განკუთვნილი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.

12. საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რეგისტრაციის ნომრებთან (სახელმწიფო სანომრე ნიშნებთან) ერთად გაიცემა საქარე მინაზე დასაკრავი სტიკერი, რომელზეც თეთრ ფონზე დატანილია წითელი ფერის ლათინური ასოები  „СD“.

13. საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რეგისტრაციის ნომრებთან (სახელმწიფო სანომრე ნიშნებთან) ერთად გაიცემა საქარე მინაზე დასაკრავი სტიკერი, რომელზეც თეთრ ფონზე დატანილია შავი ფერის ლათინური ასოები  „HC“.

             

6. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

7. მე-15 მუხლის:

ა) 1-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.       მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, სააგენტოს მიერ:

ა) ავტომობილის რეგისტრაციის საფუძველზე გაიცემა  ერთი წყვილი შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.

ბ) მოტოციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის  რეგისტრაციის საფუძველზე გაიცემა  ერთი   შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.

გ) რეგისტრაციის საფუძველზე  დამხმარე  ტექნიკურ  საშუალებებზე  გაიცემა ტექნიკური  ტალონი.

2. ახლად დამზადებული თვითნაკეთი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციამდე სააგენტოს მიერ გაიცემა „TEST“ ნომერი (წყვილი ან ცალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად) და ერთი დროებითი მოწმობა.

3. კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, საქართველოში საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის დასაშვებად დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა შიდა ტრანზიტი (წყვილი ან ცალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად)  და ერთი დროებითი მოწმობა.“

4. კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა სატრანზიტო სანომრე ნიშანი (წყვილი ან ცალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად) და აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.“

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

8. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომელიც ქვეყნის ფარგლებში იხსნება აღრიცხვიდან საქართველოდან გაყვანისა და უცხო სახელმწიფოში რეგისტრაციის ან განკარგვის მიზნით, ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს და სანაცვლოდ გაიცემა 90 კალენდარული დღის ვადის მქონე სატრანზიტო სანომრე ნიშანი.“

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 9.  172 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შემძენ პირს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული სანომრე ნიშნის გაცემა უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ და მყოფ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ და მყოფ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის შემთხვევაში სააგენტოს მიერ ხორციელდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. ამასთან, რეგისტრაციისათვის სავალდებულო არ არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენა ან საექსპერტო შემოწმების ჩატარება.“

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყანაში აღიცხვიდან მოხსნა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა ან/და უცხო ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშნების წარმოდგენა სავალდებულო არ არის.“

 

10. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18

1. კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, სააგენტოს მიერ რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) გაიცემა:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებით რეგისტრაციისას;

გ) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის  შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას;

დ) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7, მე-9 ან მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პირის შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას;

ე)  სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სხვა რეგისტრაციის ნომერით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლისას;

ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით სააგენტოსათვის ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობისას;

ზ) დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით  აღდგენისას; 

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ძველი ნიმუშის რეიგსტრაციის ნომრის სანაცვლოდ ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფუძვლის წარმოშობისას;

ი) ამ წესის  91-ე  მუხლით განსაზღვრული გარემოების არსებობისას;

კ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების არსებობისას.

2. გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს ჩასაბარებლად წარუდგინოს:

ა) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის,  შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ბ) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით  განსაზღვრული ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7, მე-9 ან მე-11 პუნქტით გათვალისწინებული  პირის შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვისას ან სხვა საფუძვლით დროებითი რეგისტრაციის გაუქმებისას, სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული დროებითი რეგისტრაციისას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად ცნობისას, რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომელიც განსაზღვრული იყო იმ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით, რომელიც დადგენილი წესით გამოცხადდა ბათილად,   ძალადაკარგულად ან არარად;

ვ) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სხვა რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლისას, შეცვლილი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ზ) დაზიანებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

თ) ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომელსაც დაკარგული აქვს იურიდიული ძალა ან/და რომლის მიმოქცევაში არსებობის სამართლებრივი საფუძველი  არ არსებობს;

ი) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), თუ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გარემოება, როდესაც სავალდებულოა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტით  განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო ვალდებულია:

ა) ჩაბარებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე1“- „ე5“, „ე7“, „ზ2“ და „ზ3“    ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს არაუმეტეს 7 თვისა, ხოლო ამ ვადაში რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე;

ბ) ჩაბარებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს, ხოლო ამ რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული ავტომობილის მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის,  ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი)  აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ ავტომობილზე.

გ) ჩაბარებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს რეგისტრაციის დასრულებამდე, ხოლო აღნიშნულ ვადაში  რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას,  გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ არა უგვიანეს იმავე სამუშაო დღისა.

დ) ჩაბარებული ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) შეინახოს რეგისტრაციის დასრულებამდე, ხოლო აღნიშნულ ვადაში უფლებამოსილი პირის მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) უფლებამოსილ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ არაუგვიანეს იმავე სამუშაო დღისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შენახვისათვის დადგენილ ვადაში, რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის,  ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მოთხოვნისა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას,  ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ნაცვლად დადგენილი წესით უნდა გაიცეს იგივე სერიისა და ნომრის მქონე აღდგენილი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), თუ  პირის მიერ ჩასაბარებლად წარმოდგენილი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) დაზიანებულია.

5.  სააგენტოს არ წარმოექმნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული წესით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის):

ა) შენახვისა და გაცემის ვალდებულებები, თუ რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტი) ან მოსარგებლე, ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე) ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი,  არ ახორციელებს  მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზებას;

ბ) შენახვისა ან/და გაცემის ვალდებულებები, თუ მოთხოვნის მომენტისათვის რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს) დაკარგული აქვს იურიდიული ძალა;

გ) გაცემის ვალდებულება, თუ მოთხოვნის მომენტისათვის გასულია ამ წესით მე-3 პუნქტით განსაზღვრული სააგენტოს მიერ  რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვისათვის დადგენილი  ვადა;

დ) შენახვისა და გაცემის ვალდებულებები, თუ დაინტერესებულმა პირმა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას არ უზრუნველყო ჩასაბარებლად განკუთვნილი დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით აღდგენა;

ე) გაცემის ვალდებულება, თუ არ არსებობს რეგისტრაციის განხორციელების ან/და რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის სამართლებრივი საფუძველი.

6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ –„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  წესებით შესანახად ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)  გაცემის შემთხვევაში, რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (დროებითი რეგისტრაციისას - დეკლარანტი) ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე), აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი, თავისუფლდება კანონით განსაზღვრული  რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი შესაბამისი საფასურის გადახდისაგან.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული  გარემოების არსებობისას, პირი ვალდებულია კანონმდებლობით გასაზღვრული დოკუმენტებთან ერთად წარმოადგინოს დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“, „ე8“, „ზ“, ან „ზ4“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. ამ ისტრუქციის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას,  სააგენტოსათვის ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ან მისი სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მიმოქცევაში გაშვება ან დაჯავშნა არ შეიძლება სააგენტოს ვალდებულების გაუქმებიდან (მოხსნიდან ) არანაკლებ სამი კალენდარული დღისა. სააგენტოსათვის ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ან მისი სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მიმოქცევაში გაშვების ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ჩაბარებულ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) და მისი სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე), თუ გაცემა მოითხოვა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენმა, რომელზეც (მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე) გაცემული იყო მოთხოვნილი (ჩაბარებული) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგნეტოს მიერ  რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვისა და შემდგომი გაცემის ვალდებულება ვრცელდება, მხოლოდ იმ შეცვლილ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე), რომლის სანაცვლოდ ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა არ განხორციელებულა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 11 ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით ან/და რომელზეც პირს არ აქვს დაკარგული უფლება.

10. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე9“ პუნქტით გათვალისწინებული წესით დაჯავშნული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანემრე ნიშნის ) გაცემა დასაშვებია:

ა) იმ პირის რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელმაც  განახორციელა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანემრე ნიშნის) დაჯავშნა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის ჯავშანი გაუქმებულია  (ვადის ამოწურვის გამო ან სხვა საფუძვლით) ან/და არსებობს ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, რომელიმე გარემოება; 

ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის განმახორციელებილი პირის მიერ უშუალოდ დაჯავშნისას განცხადებაში ან ვებ-გვერდზე მითითებული იმ პირის რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა დაჯავშნა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის ჯავშანი გაუქმებულია  (ვადის ამოწურვის გამო ან სხვა საფუძვლით) ან/და არსებობს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება ან თუ ჯავშნის განმახორციელებელმა პირმა ნომრის მიღებაზე უფლებამოსილი პირი  მიუთითა დაჯავშნის ვადის გაგრძელებისას; 

გ) ამ პუქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების მქონე პირის მეუღლის, შვილის ან მშობლის სახელზე რეგიტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ უფლების მქონე  პირი ადასტურებს, რომ დაჯავშნა განახორციელა თავისი მეუღლის, შვილის ან მშობლის სასარგებლოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის ჯავშანი გაუქმებულია  (ვადის ამოწურვის გამო ან სხვა საფუძვლით) ან არსებობს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;

დ) იურიდიულ პირზე რეგიტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის განმახორციელებელი, ამ იურიდიული პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით განსაზღვრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირია და იგი ადასტურებს, რომ ნომრის დაჯავშნა მის მიერ განხორციელებული იქნა ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის ჯავშანი გაუქმებულია  (ვადის ამოწურვის გამო ან სხვა საფუძვლით) ან არსებობს ამ პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სხვა გარემოება.

 11. იმ შემთხვევაში თუ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე9“ პუნქტით გათვალისწინებული წესით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით გაცემა არ განხორციელდა დაჯავშნის ვადის ამოწურვამდე ან ჯავშნის გაუქმების  (ვადის ამოწურვა ან სხვა საფუძვლით) გამო, აღნიშნული სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) განმეორებით დაჯავშნა ან მისი მიმოქცევაში გაშვება (გაცემა) არ შეიძლება დაჯავშნის გაუქმებიდან არანაკლებ სამი კალენდარული დღისა.

12. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ნიშნების გაცემის შემთხვევაში, მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სანომრე ნიშნების (მათი არსებობის შემთხვევაში) სააგენტოსათვის ჩაბარება.

13. დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულების წერილობითი მომართვის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღარიცხვიდან მოხსნა შესაძლებელია განხორციელდეს აღრიცხვიდან მოსახსნელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსათვის ჩაბარების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღნიშნული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)  ხელახლა გაცემა დასაშვებია, მხოლოდ სააგენტოსათვის მისი ჩაბარების შემდგომ. “

14. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის  უფლება პირს აქვს, როგორც რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სარგებლობისას, ასევე სააგენტოსათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესანახად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)გაცემისას.

15. დასაშვებია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გაუცემელი (გამონთავისუფლებული)  რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე10“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით შენახვა, თუ მოთხოვნის მომენტისთვის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) არ არის ამოღებული მიმოქცევიდან.

16. იმ შემთხვევაში, თუ ჩასაბარებელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა ხორციელდება იმავე სამუშაო დღეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით, რეგისტრაციის ნომერი  (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შესაძლებელია მიჩნეული იქნას სააგენტოსათვის ფაქტობრივად ჩაბარებულად დაინტერესებული პირის მიერ მისი სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლისათვის გადაცემის გარეშე,  გარდა იმ შემთხვევებისა თუ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულია ჩასაბარებელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მიმოქცევიდან ამოღება ან/და მის სანაცვლოდ  აღდგენილი ან სხვა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)გაცემა. “

 

11. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 20.

1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ პუნქტით  გათვალისწინებული გარემოებების დადგომიდან მომდევნო კალენდარულ დღეს მიმოქცევიდან ამოღებულად ითვლება:

ა) სააგენტოსათვის ჩაბარებული ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომლის გაცემა არ განხორციელდა ან არ უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით;

ბ) სააგენტოსათვის ჩაბარებული ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომლის გაცემა არ განხორციელდა ან არ უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით (გარდა იმ შემთხვევისა თუ მიმოქცევიდან ამოღებამდე რეგისტრაციის ნომრის სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვა განხორციელდა ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი წესით);

  გ) ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესით შენახული  რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), შენახვის ვალდებულების გასვლის შემდგომ;

დ) სააგენტოსათვის ჩაბარებული ის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი, რომლის გაცემა არ განხორციელდა ან არ უნდა განხორციელდეს ამ წესის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით;

ე) ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომლის შეცვლის შედეგად გაიცა სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ვ) ის დაზინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომლის სანაცვლოდ გაიცა სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ზ) ის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი, რომლის სანაცვლოდ გაიცა ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

თ) იურიდიული ძალის არ მქონე  რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი;

ი) დაკარგული, დაზიანებული ან შეცვლილი ის დროებითი სანომრე ნიშანი, რომლის სანაცვლოდაც გაიცა სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე დროებითი სანომრე ნიშანი;

კ) დროებითი სანომრე ნიშანი, რომელსაც გაუვიდა მოქმედების ვადა ან/და რომლსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა;

ლ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

2. სააგენეტო უფლებამოსილია თავის შეხედულებისამებრ, მიმოქცევიდან ამოღებულად მიჩნეული სანომრე ნიშანი ან ამ სანომრე ნიშნის სერიისა და ნომერის კომბინაციის მქონე სანომრე ნიშანი განმეორებით გაუშვას მიმოქცევაში სერიულად ან დაამზადოს/გასცეს  იგი ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე.

3. დაუშვებელია მიმოქცევიდან ამოღებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მიმოქცევაში ხელახალი გაშვება, გარდა  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის, მისი როგორც ოპერატიული სანომრე ნიშანის გადაცემის შემთხვევებისა.

4. გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სააგენტოსათვის ჩაბარებული ან/და მიმოქცევიდან ამოღებული  სანომრე ნიშნები და ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრები ნადგურდება დადგენილი წესით.

 

12. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22

1. დაკარგული ან  დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ან დროებითი მოწმობის ნაცვლად დადგენილი წესით გაიცემა ახალი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ან დროებითი მოწმობა. დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ან დროებითი მოწმობა უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.

2. ცალის ან წყვილი სანომრე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია შესაბამისი წერილობითი განცხადებით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს. დაზიანებული ან დაკარგული (ცალის არსებობის შემთხვევაში) სანომრე ნიშანი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.

3. ავტომობილის ცალი სანომრე ნიშნის დაკარგვის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია ავტომობილის სანომრე ნიშნის   მეორე, მის ხელთ არსებული,  ნომერი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარადგინოს სააგენტოში.

4. რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაკარგვის თაობაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენისას სავალდებულოა დადგენილი წესით დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას არ სურს ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლების რეალიზება.

5. დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენად ჩაითვლება,  იგივე სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დამზადება. დაკარგული რეგისტრაციის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მისი აღდგენის შემდგომ.

აღდგენის დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენად

6. დაკარგული რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) პოვნის შემთხვევაში იგი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.

7. დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენისათვის  დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მიზნებისათვის დაკარგულად აგრეთვე მიიჩნევა მოპარული სანომრე ნიშანი.

9. რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) დაზიანებულად მიიჩნევა, თუ მასზე (ცალზე ან წყვილზე) აღინიშნება ბუნებრივი ცვეთა ან ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რამაც გამოიწვია რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) არსებული რომელიმე ციფრის, ლათინური ასოს, სიმბოლოს,  ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამის  ან/და ნომრის პერიმეტრის დაზიანება, ან/და რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მთლიანობის დაღვევა, ან თუ რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) თვითნებურადაა შეღებილი ან სხვაგვარად არის შენიღბული.

10. სავალდებულოა დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნი) სააგენტოსათვის ჩაბარება, ხოლო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მისი აღდგენა ან მისი შეცვლა სხვა რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით).

11. დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენად ჩაითვლება, იგივე სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დამზადება/გაცემა, ხოლო შეცვლად - სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით გაცემა .

12. დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენისათვის ან შეცვლისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

13. დროებითი სანომრე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევებში მის აღდგენა ხორციელდება სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე  ახალი დროებითი სანომრე ნიშნის გაცემით.

შენიშვნა: დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა  შეიძლება განხორციელდეს მექანიკური  სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ, თუ მფლობელობის შესახებ პირი მიუთითებს განცხადებაში და სააგენტოს წარუდგენს ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობას.  ამასთან, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი მესაკუთრეს/მოსარგებლის/დეკლარანტის და ამ პუნქტით გათვალისწინებულ მფლობელს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსსა და მისი შეუსრულებლობით ან დარღვევით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ურთიერთვალდებულებების არაკეთილსინდისიერ ან/და არაჯეროვან შესრულებაზე.“

 

13. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23.

1. სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ან/და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში ან ტექნიკურ ტალონში სააგენტოს მიერ დაშვებული შეცდომის ან უზუსტობის შემთხვევაში, კანონით დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, გაიცემა ახალი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ან ტექნიკურ ტალონი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში ან/და ტექნიკურ ტალონში დაშვებული შეცდომის ან უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით ცლილების შეტანა არ ჩაითვლება რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას შეცვლილი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და ტექნიკური ტალონი ნადგურდება დადგენილი წესით.“

 

14. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 25

1. მესაკუთრეზე (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტზე) ან მოსარგებლეზე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურებში, მიუხედავად ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - იურიდიული მისამართისა.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ:

ა) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო კანონმდებლობით  გათვალისწინებული დოკუმენტები;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდავა;

გ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურები;

დ) რეგისტრაცია მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა ან არ იქნა წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადსტურებელი დოკუმენტები;

ე) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ვერ დგინდება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით ან  მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სარეგისტრაციო  (სააღრიცხვო) მონაცემები;

ვ) ვალდებულების მქონე დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით აღდგენას;

ზ) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს ამ ინსტრუქციით მასზე დაკისრებული უფლებამოვალეობების შეუსრულებას;

თ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება.

 

15. 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების   მიერ, კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ ინსტრუქციის  მე-13 მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)  გაცემის მოთხოვნას და მითითებას თუ ვისთვის არის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ბ) სასაქონლო დეკლარაცია (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში);

გ) რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ)კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

2. დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების, ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრების, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირების ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალის მიერ საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება ან ერთობლივი განცხადება;

ბ) სასაქონლო დეკლარაცია (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში);

გ) დიპლომატური ბარათი ან სამსახურებრივი ბარათი;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის   დამადასტურებელი ქვითარი.“

 

16. 371-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, აგრეთვე დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელზე, ელჩზე, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრზე, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირზე ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალზე  ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) ერთობლივი განცხადება;

ბ) ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება;

გ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის გამცემის, მეიჯარის ან გამქირავებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სახელმწიფო სანომრე ნიშნები;

დ) ლიზინგის მიმღების, მოიჯარის ან დამქირავებლის განცხადება, ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის მოთხოვნის თაობაზე;

ე) ლიზინგის მიმღების, მოიჯარის ან დამქირავებლის დიპლომატიური ბარათი (სამსახურებრივი ბარათი) ან/და რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება;

ვ) დათვალიერების აქტი;

ზ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის   დამადასტურებელი ქვითარი.

2. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელზე, ელჩზე, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრზე, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირზე ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალზე საქართველოში  ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული  მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ აღნიშნულის თაობაზე ხელშეკრულება  ითვალისწინებს   მხარეთა  შეთანხმებას.“.

 

 

17. წესის III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი III.  გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 46

1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ტერმინი:

ა)  ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-14 მუხლის  მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშნებს;

ბ) ახალი ნიმუშის ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის   „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს).

გ) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი დაზიანებულად მიიჩნევა, თუ მასზე (ცალზე ან წყვილზე) აღინიშნება ბუნებრივი ცვეთა ან ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რამაც გამოიწვია ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე არსებული რომელიმე ციფრის, ლათინური ასოს, სიმბოლოს,  ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამის  ან/და ნომრის პერიმეტრის დაზიანება, ან/და ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მთლიანობის დაღვევა, ან თუ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი  თვითნებურადაა შეღებილი ან სხვაგვარად არის შენიღბული.

დ) ამ თავის მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად მიიჩნევა მოთხოვნის მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) ბოლო მონაცემებით განსაზღვრული იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (დროებითი რეგისტრაციის შემთვევაში - დეკლარანტი) ან მოსარგებლე  ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე), რომელზეც გაცემულია ან გაცემული იყო ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი.

 

მუხლი 47

1. უფლებამოსილი პირი ვალდებულია სააგენტოს ჩასაბარებლად წარუდგინოს:

ა) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის  შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვისას ან სხვა საფუძვლით დროებითი რეგისტრაციის გაუქმებისას, სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული დროებითი რეგისტრაციისას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად ცნობისას, ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი, რომელიც განსაზღვრული იყო იმ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით, რომელიც დადგენილი წესით გამოცხადდა ბათილად,   ძალადაკარგულად ან არარად;

ე) დადგენილი წესით მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას, შეცვლილი ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი;

ვ) დაზიანებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი;

ზ) ის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი, როემლსაც დაკარგული აქვს იურიდიული ძალა ან/და რომლის  მიმოქცევაში არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში,  სააგენტო ვალდებულია:

ა) ჩაბარებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ბ“-„ე.კ“, „ე.მ“-„ე.ო“ და „ზ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი შეინახოს ჩაბარებიდან არაუმეტეს 6 თვისა, ხოლო ამ ვადაში ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი  აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე;

ბ) ჩაბარებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი შეინახოს, ხოლო ამ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული ავტომობილის მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთვევაში - დეკლარანტის ) ან მოსარგებლის,  ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი  აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ ავტომობილზე;

გ) ჩაბარებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ა“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრები შეინახოს რეგისტრაციის დასრულებამდე, ხოლო აღნიშნულ ვადაში ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის,  ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი  აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ არა უგვიანეს იმავე სამუშაო დღისა.

3. სააგენტოსათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შენახვისათვის დადგენილ ვადაში, ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის,  ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას,  ფაქტობრივად ჩაბარებული (ან ჩასაბარებლად განკუთვნილი) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ნაცვლად დადგენილი წესით უნდა გაიცეს ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი: 

ა) თუ უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებლად წარმოდგენილი ძველი ნიმუშის ნომერი დაზიანებულია;

ბ) თუ დაკარგვის გამო უფლებამოსილმა პირმა ვერ უზრუნველყო ავტომობილისათვის განკუთვნილი წყვილი ძველი ნიმუში რეგისტრაციის ნომრის, ან  სხვა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ერთი (ცალი) ძველი ნიმუში რეგისტრაციის ნომრის სააგენტოსათვის ფაქტობრივი ჩაბარება;

გ) თუ უფლებამოსილი პირის მიერ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის სანაცვლოდ მოთხოვნილი იქნა დადგენილი წესით ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემა;

დ) კანონმდებლობით განაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4.  სააგენტოს არ წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუ:

ა)  ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (დროებითი რეგისტრაციის შემთვევაში - დეკლარანტი)  ან მოსარგებლე, ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლეს) არ ახორციელებს  მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზებას;

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს დაკარგული აქვს იურიდიული ძალა;

გ) მოთხოვნის მომენტისათვის გასულია ამ წესის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სააგენტოს მიერ ძველი ნიმუშის  რეგისტრაციის ნომერის შენახვისათვის დადგენილი  ვადა.

დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

5. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის სანაცვლოდ ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის  პირი ვალდებულია გადაიხადოს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისათვის და  ამავე კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემისათვის დადგენილი შესაბამისი საფასურები.

6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  წესებით, შესანახად ფაქტობრივად ჩაბარებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის  გაცემის შემთხვევაში, ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის  ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (დროებითი რეგისტრაციისას - დეკლარანტი) ან მოსარგებლე, ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე) ვალდებულია გადაიხადოს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასური.

7. უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის  31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის, ამავე კანონის 2014 წლის  1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის  მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას, ახალი ნიშნის რეგისტრაციის ნომერზე შეიძლება დატანილი იქნეს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე არსებული ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის იდენტური კომბინაცია. 

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, გასაცემ მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე შეიძლება დატანილი იქნეს მოტოციკლის  ძველი ნიმუშის შესაცვლელი რეგისტრაციის ნომრის  ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის იდენტური კომბინაცია.

9. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის კომბინაცია შეესაბამება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ3“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებულ მოთხოვნებს, მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური მცირდება 25 ლარამდე.

10. ამ თავით განსაზღვრული წესი აგრეთვე ვრცელდება იმ ძველი ნიმუშის რეგსიტრაციის ნომრებზე, რომლებიც სააგენტოსათვის ჩაბარებულია 2014 წლის 1 სექტებრამდე, თუ მათი ჩაბერებიდან არ გასულა ამ მუხლის მე-2 პუნქტით შენახვისათვის დადგენილი ვადა   და არსებობს მათი გაცემის სამართლებრივი საფუძველი.

11. იმ შემთხვევაში, თუ ჩასაბარებელი ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემა ხორციელდება იმავე სამუშაო დღეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი  შესაძლებელია მიჩნეული იქნეს სააგენტოსათვის ფაქტობრივად ჩაბარებულად დაინტერესებული პირის მიერ მისი სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლისათვის გადაცემის გარეშე,  გარდა იმ შემთხვევებისა თუ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულია ჩასაბარებელი ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მიმოქცევიდან ამოღება ან/და მის სანაცვლოდ  ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემა. “

მუხლი 48

1. ცალის ან წყვილი ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართოს სააგენტოს. დაზიანებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.

2. ავტომობილის ცალი ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის  დაკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია ავტომობილის  ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის   მეორე, მის ხელთ არსებული,  ნომერი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარადგინოს სააგენტოში.

3. სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდგომ დადგენილი წესით გაიცემა ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი.

4. დაუშვებელია დაკარგული ან დაზიანებული ძველი ნიმუშის ნომრის აღდგენა.

5. ამ წესით განსაზღვრული მიზნებისათვის დაკარგულად აგრეთვე მიიჩნევა მოპარული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი.

მუხლი 49

1. 2014 წლის 1 სექტებრიდან დაუშვებელია:

 ა) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემა,  გარდა  ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტითა და 47-ე მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) შემდგომი გაცემის მიზნით, ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის  დამზადება.

2. ის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრები, რომელთა გაცემა არ განხორციელდა ამ წესის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ამოიღება მიმოქცევიდან.

3. გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გამონაკლისებისა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად გაცემული  „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანების 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-13 მუხლის „ზ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნები იურიდიულ ძალას ინარჩუნებენ მიმოქცევაში არსებობის ვადით.

4. ამ წესის 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ, გაცემულ სარეგისტრაციო ნომრებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ:

ა)  გენერალური საკონსულოს შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილ და გენერალური საკონსულოებზე ან გენერალური საკონსულოს  შტატის საკონსულო თანამდებობის პირებზე 2014 წლის 1 სექტემბრამდე რეგისტრირებულ ავტომობილებზე, მისაბმელებზე და მოტოციკლებზე - 2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ ამ ინსტრუცქიის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების წარმოშობამდე;

 ბ) საპატიო კონსულებზე 2014 წლის 1 სექტემბრამდე რეგისტრირებულ ავტომობილებზე, მისაბმელებზე და მოტოციკლებზე - 2014 წლის 1 ოქტომბრამდე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების მიერ რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელებისას სააგენტოს მიერ გაიცემა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად,

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა 2014 წლის 1 ოქტომრამდე უზრუნველყონ ამ წესის 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გაცემული სარეგისტრაციო ნომრების შეცვლა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად, რის შეუსრულებლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ცხადდება ძალადაკარგულად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, რეგისტრაციაში ცვლილების შეტანისას, არ გამოიყენება ამ წესის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

 

მუხლი 50.

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე