დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016213 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : |
1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №45 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (სსმ, 30/12/2013 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“. |
ბ)
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-78 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. |
გ)
დადგენილების I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი 1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
დ)
დადგენილების II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 12. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით:
|
ე)
დადგენილების III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
მუხლი 13. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 134583.7 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
ვ)
დადგენილებას IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები