„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3837
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 22/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.002.442
  • Word
3837
07/12/2006
სსმ, 48, 22/12/2006
010.120.000.05.001.002.442
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე შეიძლება უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს, რომელიც ეჭვმიტანილია ისეთ საერთაშორისო დანაშაულებში, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), და ინფექციური დაავადებით დაავადებულ პირს;“.

2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 6 წლით საქართველოში 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენის მსურველ უცხოელზე:

ა) რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;

ბ) რომელიც საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;

გ) რომელიც მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;

დ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;

ე) რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

ვ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია;

ზ) რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

3. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. უცხოელზე, რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული, დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს და აღნიშნული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვას აგრძელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.“.

4. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) უცხოელი, რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 7 დეკემბერი.

№3837–IIს