„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 126/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016861
126/ნ
17/09/2014
ვებგვერდი, 19/09/2014
430210000.22.022.016861
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №126/ნ

2014 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, №140, 29.10.2010. მუხ. 201, ს/კ: 430210000.22.022.016026) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის  24-ე მუხლის:
1. მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-16 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოლიმპიადის მონაწილეებისა, გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადაში. ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადაეცეთ პრიზი/პრიზები.“

2. მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს მოსწავლის შესაბამის კლასში არ ტარდება ოლიმპიადა და მოსწავლე, ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მონაწილეობას იღებს უფრო მაღალი კლასისთვის/კლასებისთვის განსაზღვრული საგნის ოლიმპიადაში და არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოლიმპიადის მონაწილე, მას გადაეცემა დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა უფრო მაღალი კლასის ოლიმპიადაში. ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადაეცეთ პრიზი/პრიზები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე