დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის N38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 16/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016145 |
|
„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით (ვებგვერდი, 110516011, 18/05/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საბარათე ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი ბარათის მფლობელის მიმდინარე, ასევე კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში, რომელზეც აისახება სადებეტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ემიტენტი ვალდებულია სადებეტო/საკრედიტო ბარათების (ვირტუალური ბარათის შემთხვევაში ბარათის რეკვიზიტების) გადაცემამდე მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება. აღნიშნული ბარათების გააქტიურებამდე (მისი საშუალებით ოპერაციების განხორციელებამდე) სავალდებულოა ბარათის მფლობელის სახელზე მიმდინარე/საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები