„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3986
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.002.479
  • Word
3986
14/12/2006
სსმ, 48, 22/12/2006
430.050.000.05.001.002.479
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1.  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) აფუძნებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;“;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;“.

2. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ერთობლივად შეიძლება დააფუძნონ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით.“.

3. 29-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;“.

4. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) აფუძნებს სკოლამდელ სააღმზრდელო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლოსააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;“.

5. 54-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     მუხლი 56. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები

იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც აგრეთვე ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.“.

7. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 11 პუნქტი, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან; საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის შემდეგ დამფუძნებლის მიერ შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.“.

     მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3986–რს