„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016159
2-199
13/10/2014
ვებგვერდი, 13/10/2014
010240030.22.032.016159
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-199

2014 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - ცენტრის დირექტორის დავალებით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაშია:

ა.ა) იურიდიული სამმართველო;

ა.ბ) ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების სამმართველო;

ა.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;

ა.დ) სამეურნეო და ქონების მართვის სამმართველო;

ა.ე) ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) ფინანსური სამსახური;“;

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფინანსური სამსახურის ფუნქციებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური ანალიზი;

ბ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.“;

3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია