დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს, ეკონომიკური სამმართველოს, აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს, საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოსა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის № 167 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 149 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 23/10/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 18/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016403 |
|
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს, ეკონომიკური სამმართველოს, აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს, საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოსა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №167 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს, ეკონომიკური სამმართველოს, აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს, საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოსა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის № 167 ბრძანებაში (სსმ, 010320040.22.038.016191, 08/07/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას).“. 3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საჯარო სამსახურში კონტროლის/მონიტორინგის ან/და ანალიტიკურო საქმიანობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;“. 4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მასმედიასთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.; უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;“. 5. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას.“. 6. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები