„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის N183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის N183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-78/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016305
01-78/ნ
30/10/2014
ვებგვერდი, 30/10/2014
470230000.22.035.016305
„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის N183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-78/ნ

2014 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის №183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის №183/ნ ბრძანებაში (სსმ III, 28.06.2010 №75 მუხ.1100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სააღრიცხვო–საანგარიშგებო ფორმები (№№  1.3; 063; 1.4; 1.8; 1.9; 2.3; 2.8; 2.9; 2.10 ) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართის (,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი“ და იმუნიზაციის მართვის  წესები):
ა) მე–3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 3. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

 

ასაკი

ვაქცინა

0-12 საათი

0-5 დღე

2 თვე

3 თვე

4 თვე

12 თვე

18 თვე

5 წელი

14 წელი

1

ბცჟ (BCG)

 

X

 

 

 

 

 

 

 

2

ჰეპ B (HepB)

X

 

 

 

 

 

 

 

 

3

დიფთერია-ტეტანუსი-ყივანახველა-ჰეპ B- ჰიბ (DPT-HepB-Hib)

 

 

X

X

X

 

 

 

 

4

დიფთერია-ტეტანუსი-ყივანახველა (DPT)

 

 

 

 

 

 

X

 

 

5

ოპვ/იპვ (OPV/IPV)

 

 

X

X

X

 

X

X

 

6

წითელა-წითურა-ყბაყურა (MMR)

 

 

 

 

 

X

 

X

 

7

დიფთერია-ტეტანუსი (DT)

 

 

 

 

 

 

 

X

 

8

ტეტანუსი-დიფთერია (Td)*

 

 

 

 

 

 

 

 

X

9

როტავირუსული ვაქცინა (Rota)

 

 

X

X

 

 

 

 

 

10

პნევმოკოკური კონიუგირებული  ვაქცინა (PCV)

 

 

 

 

X

 

X

 

 

 

X

 

 

 

 

 

 

 

11

ადამიანის პაპილომავირუსული (HPV)

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრების დაწყების კონკრეტული წელი და აცრადაქვემდებარებული ასაკობრივი კონტინგენტები განისაზღვრება სშჯსდ სამინისტროს ცალკე ბრძანებით

12

ჩუტყვავილა (VZV)

შენიშვნა: *  ტდ - შემდეგ ყოველ მე-10 წელს, 55 წლის ასაკამდე.“.

ბ) მე–4 მუხლის:
ბ.ა)  მე–7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პნევმოკოკური ინფექციების საწინააღმდეგო თხევადი, პოლისაქარიდული კონიუგირებული  ვაქცინით  (ადსორბირებული)  აცრა  იწყება 2 თვის ასაკიდან და მთავრდება 12 თვის ასაკში, კურსი შედგება 3 ინექციისგან – 2 პირველადი ვაქცინაციისა და ერთი ბუსტერ  დოზისაგან. აცრა კეთდება კუნთში, ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე, ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს. ამასთან, პნევმოკოკური ვაქცინის:

ა)  პირველი დოზა უნდა გაკეთდეს 2 თვის  ასაკში;

ბ)  მეორე დოზა უნდა გაკეთდეს  3 თვის  ასაკში;

გ)  მესამე დოზა უნდა გაკეთდეს  12 თვის  ასაკში;

დ)  პირველ და მეორე აცრას შორის  დასაშვები მინიმალური ინტერვალი არის 4 კვირა;

ე) მეორე და მესამე აცრას შორის დასაშვები მინიმალური ინტერვალი არის 6 თვე;

ვ)  მესამე აცრა უნდა გაკეთდეს არანაკლებ  12 თვის და არა უგვიანეს 15 თვის ასაკისა.“;

ბ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

 ,,71. დაგვიანებით დაწყებული  ვაქცინაციის შემთხვევაში:

 ა) 7–11 თვის ჩვილების ვაქცინაციის კურსი შედგება 3 ინექციისგან – 2 პირველადი ვაქცინაციისგან და მესამე დამატებითი აცრისგან. პირველ და მეორე  დოზას შორის რეკომენდებული მინიმალური ინტერვალია 4 კვირა, ხოლო მესამე დამატებითი დოზის გაკეთება  რეკომენდებულია სიცოცხლის მეორე წელს, ბოლო აცრიდან 2 თვის მინიმალური ინტერვალით 15 თვის ასაკამდე.

ბ) თუ რაიმე მიზეზის გამო, ბავშვს აცრა არ გაუკეთდა 12 თვის ასაკამდე, 12-23 თვის ასაკის ბავშვებისათვის ვაქცინაციის კურსი არის ორ დოზიანი, ერთი ასაცრელი დოზა შეადგენს 0,5 მლ. დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი არის 8 კვირა;

გ) უფროსი ასაკის ბავშვებში აცრა კეთდება მხრის გარეთა ზედაპირზე დელტისებურ კუნთში.“.

გ) მე-12 მუხლით განსაზღვრულ ცხრილს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-11

პუნქტი  შემდეგი რედაქციით:

,,

11.

პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინა (PCV)

უკუჩვენება*

 

მძიმე ალერგიული რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;

 

გაფრთხილება*

 

ვაქცინაცია არ ტარდება 6 კვირაზე ნაკლებ ასაკში;

ზომიერი ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე – გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

*პნევმოკოკურ კონიუგირებულ ვაქცინაზე ვრცელდება ამ წესის  მე-12 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უკუჩვენებები და გაფრთხილებები

 

                                                                                                                                                                                                                 .".

 

დ) მე-14 მუხლის  მე-2 პუნქტს  დაემატოს „ნ“ და ქვეპუნქტები   შემდეგი რედაქციით:

,,ნ) პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინის ფლაკონის გახსნიდან გასულია 6 საათი და მეტი (რადგანაც ვაქცინა არ შეიცავს კონსერვანტებს);

ო) პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინის ფლაკონზე არ არის მითითებული ფლაკონის გახსნის თარიღი, საათი და წუთი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო