დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებეისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2624 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 16/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.200.010.05.001.002.159 |
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული სამსახური, აგრეთვე საქართველოს საკონსულო დაწესებულება, რომელთაც შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, განახორციელონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;“.
3. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახური;“.
4. მე-8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სააგენტოს უფლებამოსილებანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) სააგენტოს მეთოდური ხელმძღვანელობა და მის მიმართ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების შესრულება;
ბ) ზედამხედველობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) საქართველოში გაცემული და უცხო სახელმწიფოში გამოსაყენებლად განკუთვნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საბუთების გაფორმება (ლეგალიზაცია);
დ) ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე მოწმობებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბლანკებით, აგრეთვე საქმისწარმოების წესით გათვალისწინებული სხვა ბლანკებით უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საერთო სტატისტიკის წარმოება;
დ) ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.“;
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლება-მოვალეობებია:
ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;
ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;
დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ე) შესაბამისი ბლანკების შენახვა და გამოყენების კონტროლი;
ვ) გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშის საქართვე-ლოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენა;
ზ) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
2. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, კოდით და თავისი სრული სახელწოდებით.“.
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სააგენტოს მოსამსახურეები
1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.
7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სააგენტოსათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე სათანადო ინფორმაციისა და საბუთების წარდგენა;“.
8. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი.“.
9. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას ხელს აწერს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი. მოწმობას დაესმება ბეჭედი.“.
10. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების დამზადებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები აღნიშნული ბლანკებით მარაგდებიან მოთხოვნის შესაბამისად.“.
11. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. დაბადების რეგისტრაციის საფუძველი
დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე და შესაბამისი წერილობითი განცხადება.“.
12. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაქორწინებული მამა და დედა მათი ერთობლივი წერილობითი განცხადებით ჩაიწერებიან ბავშვის მშობლებად.“.
13. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ბავშვმა დაბადების შემდეგ არანაკლებ 3 წუთისა იცოცხლა, ხდება მისი როგორც დაბადების, ისე გარდაცვალების რეგისტრაცია და ასეთ შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ გარდაცვალების მოწმობა.“.
14. 43-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაქორწინება ფორმდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ, დაქორწინების მსურველი პირების განცხადების საფუძველზე.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განცხადების შეტანის დღეს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილ ქორწინების რეგისტრაციის განცხადებათა სიმრავლის გამო.
4. დაქორწინების მსურველი პირების მოთხოვნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა მსგავსი გარემოებები, მოახდინოს ქორწინების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღესვე.“.
15. 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კანონით განსაზღვრული დაქორწინების პირობების დაცვით და სააგენტოს თანხმობით.“.
16. 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთობლივი განცხადებით იმ მეუღლეთა განქორწინების რეგისტრაცია, რომელთაც არ ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, წარმოებს მეუღლეთა მიერ განქორწინების თაობაზე ერთობლივი განცხადების წარდგენის დღიდან ერთი თვის შემდეგ. განცხადება ძალაშია ერთთვიანი ვადის გასვლიდან ორი თვის განმავლობაში.
2. თუ ერთ-ერთ ან ორივე მეუღლეს არ შეუძლია განქორწინების თაობაზე განცხადების წარსადგენად ან განქორწინების სარეგისტრაციოდ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში გამოცხადება, იგი ვალდებულია ამის შესახებ მიუთითოს განცხადებაში. მისი ხელმოწერა დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.“.
17. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს მეუღლის მიერ განქორწინების თაობაზე განცხადების წარდგენის დღიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.“.
18. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილი
შვილად აყვანის რეგისტრაცია წარმოებს მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით.“.
19. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არასრულწლოვან მოქალაქეთა გვარის შეცვლა შესაძლებელია ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნის მიერ გვარის შეცვლა დასაშვებია მშობლის (მშობლების) თანხმობით, აგრეთვე მშობლების მონაცვლე პირთა თანხმობით.“.
20. 77-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მშობლის (მშობლების), მშობლის მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე – თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია;“.
21. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 78. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების განხილვა
განცხადებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე ამოწმებს და 1 თვის ვადაში დასკვნას ადგენს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. იგი დასკვნას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ხელმძღვანელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.“.
22. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 85. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შეტყობინება
სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელმაც სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია მოახდინა, ვალდებულია 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას მოქალაქის სამხედრო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.“.
23. 88-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გარდაცვალების დამსწრე პირს, გარდაცვლილის ოჯახის ახლო ნათესავს ან სხვა დაინტერესებულ პირს;“.
24. 89-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარდაცვალების შესახებ განცხადებული უნდა იქნეს გარდაცვალების ან გარდაცვლილის აღმოჩენის მომენტიდან ერთი წლის ვადაში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
25. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 99. მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი
1. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ან აღდგენის შემთხვევაში ამ აქტების რეგისტრაციას ახორციელებს მოქალაქეობის მოპოვების ან აღდგენის დროს მითითებული საცხოვრებელი ადგილის მომსახურე საგენტოს ტერიტორიული სამსახური.
2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში ამ აქტების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ამ პირთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.
26. 102-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 102. მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის შეტყობინება
სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელმაც მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაცია მოახდინა, ვალდებულია 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას მოქალაქის სამხედრო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.“.
27. 103-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებასა და შეცვლას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო საკმარისი საფუძვლების არსებობისას და დაინტერესებულ პირთა შორის დავის არარსებობის შემთხვევაში.“.
28. 104-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ სააგენტოს მიერ დადასტურებული (გაცემული) დასკვნა.“.
29. 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
30. 109-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დასკვნას ხელს აწერს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი და დაესმება ბეჭედი. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ დასკვნის მეორე ცალი გადაეცემა განმცხადებელს.“.
31. 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღდგენილი ჩანაწერის საფუძველზე სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა აღნიშვნით ჩანაწერის აღდგენის თაობაზე.“.
32. 119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 119. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ცალების გადაცემის წესი
სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ცალების სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებში გადაცემისა და სააგენტოში შემდგომი გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების მიერ ერთობლივად.“.
33. 120-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 100 წლის გასვლის შემდეგ სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების პირველ ცალებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო გადასცემს სააგენტოს. სააგენტო პირველ ცალებს მოკლებული და გამოუსწორებლად დაზიანებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ცალებით შეცვლის გზით ამზადებს მათ სახელმწიფო არქივში ჩასაბარებლად.
3. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების პირველი ცალების სახელმწიფო არქივში ჩაბარების შემდეგ მეორე ცალები ნადგურდება. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ აქტს ამტკიცებს სააგენტოს ხელმძღვანელი.“.
34. 122-ე მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2624-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები