„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016102
26
31/10/2014
ვებგვერდი, 04/11/2014
300380000.16.009.016102
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №26

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 462 მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში (სსმ III, 16.07.2009, №87, მუხ. 933) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.  დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება

1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად  რეგისტრაციის მოთხოვნა.

2. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება ხდება შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის მიერ ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

3. ახალი მომხმარებლის (დაბალი წნევის (<0,005მპა) ახალი მომხმარებლის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური ვრცელდება გაზიფიცირებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში, განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში.

4. ამ წესების მიზნებისთვის კომისია გადაწყვეტილებით ამტკიცებს (განსაზღვრავს) გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალს, რომლებზეც ვრცელდება მიერთების საფასური.

5. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ წნევასა და სიმძლავრეზე შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №3). მიერთების საფასური წარმოადგენს ერთჯერად გადასახადს და მისი გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ ხდება მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება:

ა) იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიეწოდება ან წარსულში მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი;

ბ) უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე;

გ) გაზდანადგარების დროებით მიერთებაზე (ამ წესების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში).

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ახალი მომხმარებლის მიერთება გამანაწილებელ ქსელზე ხდება ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.

8. იმ შემთხვევაში, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანა, მიერთებისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვება და აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ჩათვლით. ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე ქსელის მოწყობას (შიდა ქსელი) უზრუნველყოფს ახალი მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. დაბალი წნევის ახალი საყოფაცხოვრებო  მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით - 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში (რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური), თუ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადში (შემდგომში – განაცხადი) მოთხოვნილია შიდა ქსელის მოწყობა, განაწილების ლიცენზიატი ამ მუხლის მე-8 პუნქტში ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ამ ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა (განაწილების ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით) და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთება ახალი მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე. მიერთების შედეგად მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე შექმნილი გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად მრიცხველის მდებარეობისა) და სხვა საშუალებები წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო საცხოვრებელ ადგილში მოწყობილი ქსელი (შიდა ქსელი) წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას.

10. გამანაწილებელ ქსელზე ახალი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერთებისას განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზით მომარაგებას იწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გაფორმებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება მიმწოდებელთან. ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელს არა აქვს გაფორმებული ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან.

11. იმ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას, რომელზე ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატს ეკრძალება მოსთხოვოს ახალი მომხმარებელს მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. ახალი მომხმარებელი არ არის ვალდებული განაწილების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა.

12. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ  უფლებამოსილი პირის  მეშვეობით.

13. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა და ახალი მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.

14. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება  ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა.

15. იმ შემთხვევაში, როდესაც გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (მათ შორის სხვა პირის მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიერთების წერტილს;

ბ) მიერთების წნევის საფეხურს;

გ) მისაერთებელ პიკურ სიმძლავრეს (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად).

16. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა პირის მეშვეობით), იგი ვალდებულია სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალიწინებული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია არ შეასრულოს ქსელზე შეჭრის სამუშაოები და, შესაბამისად, ახლად შექმნილი ქსელი არ მიუერთოს  გამანაწილებელ ქსელს.

17. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები.  დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

18. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან.

19. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის გაზიფიცირება, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს  განაწილების ლიცენზიატმა. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა მიერთების მსურველის მიერ მითითებულ მშენებლობის პერიოდში.

20. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართი №4-ით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების მიხედვით და მას რომელსაც ანაზღაურებს ახალი მომხმარებელი.“.

ბ)  191 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 191. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა

1. საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ პირმა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით, წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული. თუ 5 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-19 და 191 მუხლით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთება არ არის მოთხოვნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის განაცხადით.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განაცხადის ხელახლა წარდგენისას.

4. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს მიერთების მსურველს აბონენტის ნომერი და აცნობოს მას განაცხადის დამტკიცებისა და აბონენტის ნომრის შესახებ, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. თუ 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, მიერთების მსურველი უფლებამოსილია  მოითხოვოს აბონენტის ნომრის მინიჭება, ხოლო განაწილების ლიცენზიატი  ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს აბონენტის ნომერი და აცნობოს მიერთების მსურველს.

5. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია  განაცხადის დამტკიცების შეტყობინების მიღებიდან (წერილობით ან ელექტრონულად,   განაცხადში მითითებული საშუალებით)  3 სამუშაო დღის ვადაში მის სააბონენტო ნომერზე შეიტანოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღიდან, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამუშაოების დასრულებიდან (მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენიდან) 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ მიერთების საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.

6. 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 16 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად 25 ლარი 16 თვის განმავლობაში, მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის დამტკიცების შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღეში, ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 15 თვის განმავლობაში.

7. განაცხადის დამტკიცება განაწილების ლიცენზიატს აკისრებს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად; უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით), ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.

8. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდი განსაზღვრულია დანართში #3. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე ან მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი). ბუნებრივი გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე).

9. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის დადგომის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს (როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

10. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შემცირდება – განახევრდება.

11. ახალი მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატთან მიერთების საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად.“;

გ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდა

1. მომხმარებელი ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის მოცულობის გაზრდის შესახებ და მიმართოს მას „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია).

2. მომხმარებელი ვალდებულია „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს  განაცხადში ასახული  ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა  მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე)  სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი  საფასური 5 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.

4. თუ მომხმარებელი ბუნებრივი გაზის ფაქტობრივ მოხმარებას (სიმძლავრეს) გაზრდის მიერთების ტექნიკური პირობით (მიერთების განაცხადით) გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით, ისე რომ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი გამანაწილებელი ქსელის ან/და სხვა მოწყობილობების (მათ შორის, არსებული აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია) შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის საჭირო ქსელის მოწყობა-რეკონსტრუქცია (სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება). ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №3-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს.

ბ) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის შეცვლა (რეკონსტუქცია), მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №4-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზის სისტემის მოწყობა იმ ვადაში, რაც გათვალისწინებულია  დანართი №3-ით და დანართი №4-ით.

6. ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდის საფასური შემცირდება – განახევრდება.

7. ბუნებრივი გაზის მოხმარების სიმძლავრის (მოცულობის) გაზრდა დასტურდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრისა და ბუნებრივი გაზის დასაშვები მოცულობის განსაზღვრა.“.

 

2. დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) „გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური” (დანართი №3);

დ) „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (დანართი №4).“.

 

დანართი №3

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

 

1. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი წნევის საფეხურისა და სიმძლავრის მიხედვით:

I

II

III

IV

მომხმარებლის წნევის საფეხური

სიმძლავრე,  კუბ.მ/სთ

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა
(სამუშაო დღე)

მიერთების საფასური (ლარი, დღგ-ის ჩათვლით)

 

დაბალი წნევა

0-6

40

400

6 დან -10

40

1800

10 დან -16

40

2800

16 დან -25

45

3000

25 დან -40

45

3500

40 დან -65

45

11500

65 დან -100

45

12500

100 დან -160

90

16500

160 დან –250

90

16500

250 დან –400

90

22000

400 დან –650

90

25500

650 დან -1000

90

29500

1000 დან -1600

90

30500

 

 

დანართი №4

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა

და შეჭრის საფასური

 

1. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური:

მომხმარებლის წნევის საფეხური

სიმძლავრე,  კუბ.მ/სთ

აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა

(სამუშაო დღე)

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასური

(ლარი, დღგ-ის ჩათვლით)

დაბალი წნევა

0-6

5

170

6-10

5

300

11-16

5

750

17-25

10

900

26-40

10

1400

41-65

10

8300

66-100

10

9000

101-160

15

13000

161–250

15

13000

251–400

15

17000

401–650

15

20000

500-1000

15

21500

800-1600

15

23000

საშუალო წნევა

66-100

15

14000

101-160

20

14000

161-250

20

14500

251-400

20

15000

401–650

20

17000

651-1000

20

17500

1001–1600

20

18000

1601-2600

20

20000

2000-4000

20

23000

3200-6400

20

25000

 

მუხლი 2
გარდამავალი დებულებები

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც განაწილების ლიცენზიატთან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე შეტანილი აქვთ განაცხადი გამანაწილებელ ქსელზე ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, განაწილების ლიცენზიატის მიერ არ არის დასრულებული გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები და რომლებმაც ამ დადგენილებით გათავლისწინებული წესებით და პირობებით ხელახლა მიმართეს განაწილების ლიცენზიატს.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულია ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ ტექნიკური პირობა და მიერთებას ახორციელებს მომხმარებელი თავად ან სხვა პირის მეშვეობით (ტექნიკური პირობის მოქმედების პერიოდში) ან ამ მიერთებაზე გაფორმებულია ხელშეკრულება ახალ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში). ასეთ შემთხვევებზე ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული პირობები და წესი.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია