„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016103
27
31/10/2014
ვებგვერდი, 06/11/2014
300280000.16.009.016103
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №27

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების  წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების (სსმ III, 22.09. 2008,  №140,  მუხ.1385) დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №4

0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

1.    0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში)  უზრუნველყოფის (ელექტროენერგიით მომარაგების განსაზღვრულ ვადაში დაწყების) შემთხვევაში:

ძაბვის

საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

ახალი მომხმარებლის

გამანაწილებელ ქსელზე

მიერთების უზრუნველყოფის

პერიოდი-ვადა
(სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ- ჩათვლით,

ლარი

0.220

1-10

35

400

0.380

1-10

35

1200

11-30

40

4700

31-50

40

7000

51-80

45

10500

81-100

45

12000

101-125

45

14000

126-200

45

21500

201-320

60

33000

321-500

60

50500

501-800

90

80000

801-1000

90

100000

6.-10

1-500

60

48500

501-1000

90

94000

1001-1500

90

137000

1501-2000

90

177000

2001-3000

90

257500

3001-5000

90

416000

ბ. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის)  შემთხვევაში ახალი მოხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს  ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული  მიერთების საფასურის 50 %–ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით).

2. როდესაც განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადით მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო ქსელის გაყვანა (მშენებლობა ) არ საჭიროებს რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებას, ასეთ შემთხვევაში ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება  0,220 და 0,380კვ. ძაბვაზე - 20 დღე, ხოლო 6/10 ძაბვის საფეხურზე - 40 დღე (აღნიშნულის შესახებ მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უნდა ეცნობოს განაცხადის სრულყოფილების დადგენის შესახებ შეტყობინებასთან ერთად, განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად).”

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია