„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 330
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016681
330
07/11/2014
ვებგვერდი, 10/11/2014
200090000.22.033.016681
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №330

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 56-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კსაფ-ის გამოყენებაზე გადასვლა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურს განცხადებასთან ერთად დასამტკიცებლად წარედგინება კსაფ-ის ფორმა.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13.  დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შემთხვევაში ოპერაციის თანხის კორექტირებისას კსაფ-ში მიეთითება იმ კსაფ-ის მონაცემები (სერია, ნომერი), რომლის კორექტირებაც ხდება.“.

2. XV თავი ამოღებულ იქნეს.
3. 71-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით  დაიბრუნოს, გადაიტანოს სხვა სახის გადასახადში/სანქციაში ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ების პირველი ეგზემპლარები.

72. პროგრამის/პროექტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის სხვა სახის გადასახადში/სანქციაში გადატანა ხორციელდება ”ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით.“;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი №III-24 დანართის შესაბამისად.

9. საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.“.

4. 112-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური