დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016889 |
154/ნ
19/11/2014
ვებგვერდი, 19/11/2014
430210000.22.022.016889
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზევბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში (სსმ, №140, 29.10.2010. მუხ. 201, ს/კ: 430210000.22.022.016026) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული და იგი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ამ მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას ან/და ვერ გამოცხადდება ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში იმ საგანში/საგნებში, რომლებზეც ვერ დარეგისტრირდა ან/და ვერ გამოცხადდა ამ მიზეზით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები