დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4137 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 11/01/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.010.000.01.001.002.495 |
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სიკვდილით დასჯა აკრძალულია.“.
2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.“.
3. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
„ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 დეკემბერი.
№4137–რს
დოკუმენტის კომენტარები