დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2869-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.017550 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“−„ღ“ ქვეპუნქტები: „ფ) უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 32-ე ნაწილით განსაზღვრული ორგანო; ქ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ გაცემულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ განხორციელებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ავტომატურ მიწოდებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას და მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას; ღ) მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა − ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კოპირებულ მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემების ავტომატურ მიწოდებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი: „მუხლი 351. ფარული საგამოძიებო მოქმედებების და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების კონტროლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების − სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის − განხორციელებაზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს: ა) კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით; ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე ელექტრონული თანხმობის გაცემით; გ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 4. უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ აქტივობებზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ წარუდგენენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 თავი: „თავი VII1. გარდამავალი დებულებები მუხლი 551. გარდამავალი დებულებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს კონტროლის ელექტრონული სისტემის და მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შექმნა.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 31 მარტიდან. |
ქუთაისი, 30 ნოემბერი 2014 წ. N2869-Iს |
დოკუმენტის კომენტარები