„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2793
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 31/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.002.190
  • Word
2793
17/03/2006
სსმ, 9, 31/03/2006
430.050.000.05.001.002.190
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დადგენას;“.

4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების წესებსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ექსტერნატის წესით ზოგადი განათლების მიღების შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება გასცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალმა ერთეულმა. ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.“.

5. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია სკოლაში მიღებისას. ეს ნორმა არ გამორიცხავს შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას.“.

6. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს. სკოლა ვალდებულია მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში მოსწავლე თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.“.

7. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სწავლისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს. კერძო და საჯარო სკოლაში სწავლებას ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია, ან თუ იგი წარმოადგენს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.“.

8. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკურ, პროგრამულ და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;

თ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირებას;“;

ა.ბ) „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;“;

ბ) „ჰ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ ქვეპუნქტი:

„ჰ6) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

9. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 27. საქართველოს სამინისტროების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

1. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აფუძნებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით. აღნიშნული დაწესებულებები გაივლიან აკრედიტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს დარგობრივი სამინისტრო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

2. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილური სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზედამხედველობს დარგობრივი სამინისტრო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“.

10. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;

ო) საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მისცეს მას წერილობითი გაფრთხილება;“.

11. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 11 პუნქტი:

„11. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.“;

ბ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირებას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფო აღიარებისათვის აუცილებელია შესაბამისი აკრედიტაციის გავლა კანონმდებლობით დადგენილი წესით. საჯარო სკოლის აკრედიტაციის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ხოლო კერძო სკოლის აკრედიტაციის ხარჯებს – დაინტერესებული პირი. აკრედიტაციის ღირებულებას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად.

5. კერძო სკოლა, რომელიც აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე ამ კანონის   32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული სკოლა, უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ამ კანონით გათვალისწინებული წესით.“.

12. 32-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან და ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ამ მუხლითა და ექსტერნატის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ დოკუმენტს.

2. აკრედიტაციის გავლა სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. ახალდაფუძნებულმა ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ აკრედიტაცია უნდა მიიღოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადების გასვლიდან არა უგვიანეს 1 წლისა, რის შემდეგაც იგი კარგავს ახალდაფუძნებული ზოგადსაგამანათლებლო დაწესებულების სტატუსს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველი აკრედიტაცია ტარდება ამ დაწესებულების საქმიანობის დაწყებიდან:

ა) 3 წლის შემდეგ – თუ იგი ახორციელებს დაწყებით ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;

ბ) 2 წლის შემდეგ – თუ იგი ახორციელებს საბაზო ან/და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე.“;

ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. თუ საჯარო სკოლა შექმნილია დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით, აკრედიტაციის პირობები თანხმდება ამ დარგობრივ სამინისტროსთან; ასეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში სავალდებულოა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროფილური ან სპეციალური სახელოვნებო, საშემსრულებლო, სპორტული მომზადების ან განათლების პროგრამის ექსპერტის მონაწილეობა; ამ შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის წევრის კანდიდატურა უნდა შეთანხმდეს აკრედიტაციის მაძიებელთან; თუკი აკრედიტაციის მაძიებელი ორჯერ უარს იტყვის შეთავაზებულ სხვადასხვა კანდიდატურაზე, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე უფლებამოსილია შეთანხმების გარეშე დანიშნოს ჯგუფის წევრი, რომელიც არ შეიძლება იყოს მაძიებლის მიერ უარყოფილი პირი.“;

გ) 21-ე და 22-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სახელმწიფო აღიარებს ზოგადი განათლების დამადასტურებელ მხოლოდ იმ დოკუმენტს, რომელიც გაცემულია აკრედიტაციის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, აგრეთვე ექსტერნატის წესით გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

22. კერძო სკოლა სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია, პირობითი აკრედიტაცია, ან თუ იგი წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.“;

დ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელ მოსწავლეს, მხოლოდ მაშინ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია, პირობითი აკრედიტაცია, ან თუ იგი წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, აგრეთვე ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელს.“;

ე) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აკრედიტაციის გაუქმების ან არმინიჭების შემთხვევაში დაწესებულების მოსწავლეებს ეთვლებათ ზოგადი განათლების მიღება იმ კლასის, ხოლო თუ ეს კლასი საფეხურის დამასრულებელია – საფეხურის ჩათვლით, რომელზედაც ისინი იმყოფებიან დაწესებულებისათვის აკრედიტაციის გაუქმების ან არმინიჭების მომენტში.“.

13. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის არჩევის/დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით.“.

14. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;“.

15. 41-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამოსილება.“.

16. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ;“;

ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას;“;

ა.გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ დირექტორმა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად.“.

17. 45-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სამხატვრო საბჭომ. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც აირჩევა/ინიშნება წესდებით გათვალისწინებული წესით.“.

18. 49-ე მუხლის:

ა) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას.

3. საჯარო სკოლა მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

4. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მისცეს მას წერილობითი გაფრთხილება.“;

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

19. 52-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.

2. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

20. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელს.“.

21. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 56. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები

იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, საკუთარი ინიციატივით ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე აფუძნებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც აგრეთვე ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.“.

22. 57-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს პროფესიულ სახელოვნებო და სასპორტო განათლებასა და მომზადებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აფუძნებს დარგობრივი სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მის წესდებას, ნიშნავს დირექტორს, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საბაზო განათლების მიღების შემდეგ. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე ახორციელებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილი არიან გასცენ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე დაასრულეს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები და ისწავლეს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. 2005-2006 სასწავლო წლის დასრულებამდე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ამ დაწესებულებებში ფინანსდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, გარდა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომისა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასადასტურებლად გასცემენ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 17 მარტი.

№2793–Iს