„დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2796
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 31/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.05.001.002.193
  • Word
2796
17/03/2006
სსმ, 9, 31/03/2006
430.080.000.05.001.002.193
„დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონ­მდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფოს ხარჯზე დაწყებითი პროფესიული განათლების მიღების უფლებას დაწყებითი პროფესიული განათლების სტანდარტების შესაბამისად. სახელმწიფოს ხარჯზე მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი განისაზ­ღვრება სახელმწიფო დაკვეთით;“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

1. ლიცენზირებული და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწე­სე­ბულებები, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, გარდა დამატებითი პროფესიული საგან­მანათლებლო პროგრამებისა, ათვისების შემდეგ კურსდამ­თავრებულებზე გასცემენ შესაბამისი განათლებისა და კვა­ლიფიკაციის შესაბამისი ნიმუშის სახელმწიფო სერტიფიკატს – დიპლომს.

2. პირს, რომელსაც არ დაუმთავრებია დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი, მიეცემა შესაბამისი ცნობა.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები

1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:

ა) სახელობო სასწავლებელი, რომელიც ახორციე­ლებს სახელობო მომზადების პროგრამას;

ბ) პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ახორ­ციელებს დაწყებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებს საბაზო განათლების მიღების შემდეგ, აგრეთვე საშუალო განათლების მიღების შემდეგ, მოთხოვნის შემთხვევაში, სახელობო და დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს;

გ) პროფესიული ლიცეუმი, რომელიც ახორციელებს პროფესიული განათლების პროგრამებს (მაღალი კვალიფიკაციის მინიჭებით), აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში – დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამებს საშუალო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ან მიღების გარეშე, ასევე სახელობო და დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს;

დ) სპეციალური პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ახორციელებს სახელობო მომზადების, დაწყე­ბითი პროფესიული განათლების და დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს ინვალიდებისა და დევიანტური ქცევის ბავშვებისათვის;

ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებუ­ლი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ახორ­ციელებს სახელობო, დაწყებითი პროფესიული განათ­ლების და დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებს მსჯავრდებულთათვის;

ვ) პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი, სასწავლო საწარმო და კურსები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიული განათლების პროგრამებს.

2. პირი, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის პირვე­ლი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებას, უფლე­ბამოსილია განახორციელოს დამატებითი პროფე­სიული საგანმანათლებლო პროგრამები.“.

4. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შეარჩიოს მოსწავლეთა კონტინგენტი დაკვეთის ან ხელშეკრულების შესაბამისად.“.

5. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. დაწყებითი პროფესიული განათლების დროებითი ფინანსური ნორმატივების შემუშავების და სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრის ვადა

1. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების დამტკიცებამდე, „1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ამ კანონით დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად ერთ მოსწავლეზე საშუალო დანახარჯების გაანგარიშების საფუძველზე განისაზღვროს დროებითი ფინანსური ნორმატივები და სახელმწიფო დაკვეთა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლებისა და ამ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათ­ლებლო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 17 მარტი.

2796–Iს