„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 655
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.018275
655
03/12/2014
ვებგვერდი, 04/12/2014
330130000.10.003.018275
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №655

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და 65-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებარ­თ­ვის საჭიროების თაობაზე, რაც გაიცემა II კლასის მშე­ნებლობებისათვის დადგენილი წესით.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო  განსაზღვრავს კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანისათვის/მონ­ტაჟისათვის და I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლო­ბისათვის/მონ­ტაჟისათვის ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწი­ნებული პროცედურების განხორციელებისათვის უფლებამოსილ ორ­განოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი