საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2877
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 28/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.002.201
  • Word
2877
14/04/2006
სსმ, 10, 28/04/2006
230.000.000.05.001.002.201
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. საქონლის რეიმპორტის საბაჟო რეჟიმის არსი

საქონლის რეიმპორტის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გატანილი სამამულო საქონლის უკან შემოტანას დადგენილ ვადებში, საქონ-ლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად და ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გადასახადების გადახდის გარეშე.“.

2. მე-100 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმება, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში და რომელთა რეგისტრაციას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო სამსახურები, შეიძლება განხორციელდეს ამავე სამსახურების სპეციალისტების მონაწილეობით საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“.

3. 125-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, მხოლოდ ამ კოდექსის მე-100 მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების განსახორციელებლად.“.

4. 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო ორგანოებს ამ კოდექსის მე-100 მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად მოიწვიონ სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სპეციალისტები და ექსპერტები.“.

5. 175-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. 2006 წლის 1 მაისამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ ამ კოდექსის მე-100 მუხლის 11 ნაწილითა და 125-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ერთობლივი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.“.

6. 176-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საქართველოდან 2005 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილამდე რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის რეჟიმის პირობების შესაბამისად უკან შემოტანისას, ექსპორტიორი ქვეყნის (რუსეთის ფედერაციის) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში ამ საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 აპრილი.

№2877–Iს