,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2955
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 01/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.228
  • Word
2955
28/04/2006
სსმ, 11, 01/05/2006
200.000.000.05.001.002.228
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საერთაშორისო გადაზიდვა – ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა.“.

2. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 71. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება

1. თუ კონკრეტული გადასახადის ან/და სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადის ან/და სანქციის თანხას, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო:

ა) ზედმეტად გადახდილ თანხას გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში;

ბ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშებში კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში.

2. თუ გადასახადებისა და სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხების ჯამს, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 თვისა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს უბრუნებს დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში.

3. თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა გადაიტანება სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში, გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის, სხვა ვალდებული პირისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს, რომელი გადასახადის ანგარიშზე (ანგარიშებზე) იქნა გადატანილი ზედმეტად გადახდილი თანხა.

4. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა სხვა პირის საგადასახადო დავალიანებების დაფარვის ანგარიშში არ გადაიტანება.“.

3. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00, 0602 90 100, 0713 31 100, 0713 32 100, 0713 33 100, 0713 39 100, 1001 90 910, 1003 00 100, 1206 00 100, 1209 21 000, 1209 23, 1209 91, 2833 25 000, 3808 20 100 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ყოველწლიური კვოტების მიხედვით, აგრეთვე ამ კოდებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება;“;

ბ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები:

„ხ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი ან/და სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურ-საძიებო მომსახურების გაწევა;

ჯ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი ან/და მიწოდება.“.

4. 233-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება:

ა) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება;

ბ) მგზავრების საერთაშორისო გადაყვანის მომსახურების მიწოდება;

გ) ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება:

გ.ა) საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის, მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებით აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;

გ.ბ) საერთაშორისო გადაზიდვების აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;

გ.გ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიტორო მომსახურება;

გ.დ) საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთისა და ბარგის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;

გ.ე) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება;

გ.ვ) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში;

გ.ზ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი.“.

5. 253-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც:

ა) აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში – თავის მიერ წარმოებულ საქონელზე;

ბ) ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში – თავის მიერ განხორციელებულ იმპორტზე;

გ) ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს – თავის მიერ განხორციელებულ ექსპორტზე;

დ) ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდებას ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის – ასეთ მიწოდებაზე.“.

6. 255-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 255. დასაბეგრი ოპერაცია

აქციზით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდება ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანა;

ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის გადაცემა დამკვეთისათვის;

გ) საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის გამოყენება არააქციზური საქონლის წარმოებისათვის;

დ) აქციზური საქონლის ექსპორტი;

ე) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.“.

7. 256-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 256. აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობის (თანხის) განსაზღვრა

აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობა (თანხა) განისაზღვრება:

ა) საქართველოში წარმოებული საქონლისათვის (გარდა ამ მუხლის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლისა) – იმ თანხის მიხედვით, რომელიც უნდა მიეღო ან მიიღო გადასახადის გადამხდელმა დამკვეთისაგან ან სხვა პირისაგან, აქციზისა და დღგ-ის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საქონლის საბითუმო საბაზრო ფასისა, აქციზისა და დღგ-ის გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ საცალო საბაზრო ფასით გაყიდული საქონლის მიმართ დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საბითუმო საბაზრო ფასის მიხედვით, აქციზისა და დღგ-ის გარეშე;

ბ) საქართველოში იმპორტირებული საქონლისათვის (გარდა ამ მუხლის „დ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლისა) – საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი მოსაკრებლებისა და გადასახადების თანხის (აქციზისა და დღგ-ის გარეშე) ჯამით;

გ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისათვის – ჯართის წონით;

დ) ალკოჰოლური სასმელებისათვის – ალკოჰოლური სასმელების მოცულობით;

ე) თამბაქოს ნაწარმისათვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით;

ვ) ნავთობპროდუქტებისათვის – ნავთობპროდუქტების წონით (მოცულობით);

ზ) მსუბუქი ავტომობილისათვის – მსუბუქი ავტომობილის წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;

თ) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისათვის ან/და ბუნებრივი აირისათვის – აირის მოცულობით.“.

8. 257-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 257. დასაბეგრი ოპერაციისა და დასაბეგრი იმპორტის დრო

1. საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდებისას ან/და საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.

2. ამ კოდექსის 255-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება აქციზური საქონლის გადაცემის მომენტი.

3. აქციზური საქონლის იმპორტის შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით იმპორტის განხორციელების დრო.

4. ამ კოდექსის 255-ე მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის გამოყენების დაწყების დრო;

ბ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით ექსპორტის განხორციელების დრო;

გ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება აქციზური საქონლის მიწოდების მომენტი.“.

9. 258-ე მუხლის ცხრილში:

ა) მე-10 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

10

ჯინი და ღვიის ნაყენი

2208 50

1 ლიტრი

2,50 ლარი

 

ბ) მე-15 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

15

ა) თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი:

 

 

 

– სიგარა და სიგარები გადაჭრილი ბოლოებით, რომლებიც შეიცავს თამბაქოს

 2402 10

 1 ღერი

 0,90 ლარი

– სიგარელა (წვრილი სიგარები), რომლებიც შეიცავს თამბაქოს

 2402 10

 20 ღერი

 1,00 ლარი

– ფილტრიანი სიგარეტი

2402 20

20 ღერი

0,60 ლარი

– ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი

 2402 20

 20 ღერი

 0,15 ლარი

– სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქო „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“, თამბაქოს ექსტრატები და ესენციები;

 2403 (გარდა

2403 10 900,

2403 99 900)

 

  

1 კგ

 

 20 ლარი

ბ) ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა):

 

 

 

– სიგარა და სიგარები გადაჭრილი ბოლოებით, რომლებიც შეიცავს თამბაქოს

 2402 10

 1 ღერი

 0,70 ლარი

– სიგარელა (წვრილი სიგარები), რომლებიც შეიცავს თამბაქოს

2402 10

20 ღერი

0,80 ლარი

– ფილტრიანი სიგარეტი

2402 20

20 ღერი

0,40 ლარი

– ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი

 2402 20

 20 ღერი

0,10 ლარი

– სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქო „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“, თამბაქოს ექსტრატები და ესენციები

  2403 (გარდა

2403 10 900,

2403 99 900)

1 კგ

 20 ლარი

გ) მე-16 და მე-17 სტრიქონები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16

მსუბუქი ავტომობილები (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით):

8703

ძრავის მოცულობის 1 სმ3

 

ა) 1 წლამდე

1,5 ლარი

ბ) 1 წლის

1,5 ლარი

გ) 2 წლის

1,4 ლარი

დ) 3 წლის

1,3 ლარი

ე) 4 წლის

1,2 ლარი

ვ) 5 წლის

1,0 ლარი

ზ) 6 წლის

0,7 ლარი

თ) 7 წლის

0,5 ლარი

ი) 8 წლის

0,5 ლარი

კ) 9 წლის

0,5 ლარი

ლ) 10 წლის

0,5 ლარი

მ) 11 წლის

0,5 ლარი

ნ) 12 წლის

0,5 ლარი

ო) 13 წლის

0,6 ლარი

პ) 14 წლის

0,7 ლარი

ჟ) 14 წელზე მეტი

0,8 ლარი

17

ბუნებრივი აიროვანი კონდენსატი და ბუნებრივი აირი, გარდა მილსადენისა

2709 00 100

2711 11 000

2711 21 000

1000 მ3

80 ლარი

დ) მე-19 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

19

ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები, რომლებშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აღემატება არაარომატულების მასას (გარდა ამ კოდებში აღნიშნული ნაფტალინისა და კრეოზოტული ზეთებისა, რომლებიც გამოიყენება ხის შპალების (სასაქონლო კოდი 4406 10) გასაჟღენთად და ნახშირბადის (სასაქონლო ჯგუფის კოდი 2803) მისაღებად

 

2707 (გარდა

2707 10 100 -

2707 60 000;

2707 91 000;

2707 99 910)

 

 

1 ტონა

 

 

350 ლარი

10. 260-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელიც ახორციელებს დასაბეგრ ოპერაციას (მათ შორის, აქციზური საქონლის ექსპორტს), უფლება აქვს მიიღოს საგადასახადო ჩათვლა მიწოდებული (მათ შორის, გადაცემული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი, ექსპორტირებული) აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ამ კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა. ჩათვლის ან დაბრუნების ანალოგიური წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ იმპორტირებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე).“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მიხედვით აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება განხორციელდება მწარმოებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს მის მიერ აქციზის გადახდას აქციზური საქონლის (ნედლეულის) მწარმოებლისათვის ან/და აქციზური საქონლის (ნედლეულის) იმპორტისას.“;

გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ აქციზური საქონლიდან (ნედლეულიდან) ერთდროულად იწარმოება სხვა აქციზური და არააქციზური საქონელი, ჩათვლა განხორციელდება წარმოებული აქციზური საქონლის რაოდენობის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.“.

11. 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციზური საქონლის მწარმოებელმა და ამ კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვე-პუნქტით განსაზღვრულმა აქციზის გადამხდელმა ყოველი საანგარიშო თვის მიხედვით უნდა წარადგინონ დეკლარაცია ჩატარებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის.“.

12. 263-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) ან იმპორტის განხორციელებამდე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას ექვემდებარება:

ა) ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,15 გრადუსს (გარდა 50 გრამისა და მასზე ნაკლები ტევადობის და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმულისა, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ 2 ლიტრამდე ალკოჰოლური სასმელის იმპორტისას);

ბ) თამბაქოს ნაწარმი (გარდა მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქოსი, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ 200 ღერამდე თამბაქოს ნაწარმის იმპორტისას).

2. აკრძალულია:

ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) ან/და იმპორტის განხორციელება;

ბ) ჩამოსასხმელი ან/და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელების (გარდა ლუდისა და ღვინისა) საცალო ქსელში მიწოდება.“.

13. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. 2006 წლის 15 მაისამდე გაცემული აქციზური მარკები და მათ შესაძენად გადახდილი თანხები (აქციზი და ნომინალის ღირებულება) უკან დაბრუნებას ან გადაანგარიშებას არ ექვემდებარება, ხოლო ასეთი აქციზური მარკებით მარკირებული თამბაქოს ნაწარმის იმპორტი ან/და მიწოდება განხორციელდეს 2005 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

14. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. ამ კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ე“ ქვეპუნქტით რეგულირებული ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშვა 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე, იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3 – მე-8 ნაწილებისა, მე-9 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, მე-10 – მე-12 და მე-14 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2006 წლის 15 მაი-სიდან.

    მუხლი 3.

ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3 – მე-8 ნაწილები, მე-9 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-10 – მე-12 და მე-14 ნაწილები ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2955–Iს