დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-86/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016313 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში (სსმ III; 10.04.2009; N45 მუხ.; 509) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ის (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა): |
ა)
პირველი მუხლის: |
ა.ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრედიტაციის მიზანია, დაადასტუროს დაწესებულების/სასწავლებლის შესაბამისობა სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის და/ან სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან.“; |
ა.ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში საბჭო დაწესებულებას/სასწავლებელს განუსაზღვრავს რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტს (კვოტას) კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამის და/ან მოდულის და/ან სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში.“. |
ბ)
მე-2 მუხლის: |
ბ.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესებულებების/სასწავლებლების აკრედიტაცია შესაძლებელია, განხორციელდეს: ა) კონკრეტული საექიმო სპეციალობ(ებ)ის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში; ბ) მოდულ(ებ)ის ფარგლებში; გ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობ(ებ)ისათვის საერთო (საბაზისო) და შესაბამის საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში შემდგომი მზადების კურსის ფარგლებში; დ) სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის ფარგლებში.“; |
ბ.ბ)
11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ პუნქტი:
„12. სერტიფიცირებული ექიმების მზადება მომიჯნავე საექიმო სპეციალობ(ებ)ისათვის დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის და/ან სარეზიდენტო პროგრამის ავტორის (ავტორთა ჯგუფის) რეკომენდაციის გათვალისწინებით დადგენილი (გადამზადების) კურსის ფარგლებში განხორციელდეს შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში, გარდა საექიმო სპეციალობებისა - „საოჯახო მედიცინა“, „გადაუდებელი მედიცინა“ და „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“. გადამზადების აღნიშნული პროგრამების განხორციელების მიზნით დაწესებულება/სასწავლებელი უფლებამოსილია, მოიპოვოს ცალკე აკრედიტაცია.“; |
ბ.გ)
31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „32“ პუნქტი:
„32. დაწესებულება/სასწავლებელი, რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს ხსენებული სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში, სულ მცირე 1 მაძიებლის მზადებას.“; |
ბ.დ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაცია მოიცავს სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებების/ სასწავლებლების შესაძლებლობების შეფასებას და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენას.“. |
გ)
მე-3 მუხლის: |
გ.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესებულებამ/სასწავლებელმა აკრედიტაციის მიზნით საბჭოს სამდივნოში უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (დაწესებულების დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). განაცხადში, ასევე, უნდა მიეთითოს სარეზიდენტო პროგრამის ან/და მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამის დასახელება, რომლის განხორციელების უფლების მიღება სურს დაწესებულებას/სასწავლებელს.“; |
გ.ბ)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ან/და მოდულ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ დაწესებულების/სასწავლებლის განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების კითხვარი (დანართი 2.1); ბ) დაწესებულების/სასწავლებლის წესდების/დებულების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემები (სავალდებულო არ არის იმ სამედიცინო დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია); გ) აფილირებულ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულების/ მემორანდუმის ასლი (ასლები); დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებები/ სასწავლებლები, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობ(ებ)ის განხორციელების/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობ(ებ)ის/სანებართვო მოწმობის დანართ(ებ)ის ასლ(ებ)ი; ე) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამ(ებ)ის (მ.შ. სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის)/მოდულ(ებ)ის, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამ(ებ)ის) დასახელება, რომლებიც ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში/ სასწავლებელში; ვ) დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულებ(ებ)ის შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფლობისა და სარგებლობის შესახებ; ზ) ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულებ(ებ)ის მიერ სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის შესახებ.“. |
დ)
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ დაწესებულების/სასწავლებლის განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დაწესებულების/სასწავლებლის წესდების/დებულების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემები (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში); ბ) ინფორმაცია დაწესებულებაში/სასწავლებელში განხორციელებული, სუბსპეციალობის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების (გატარებული პაციენტების რაოდენობა, კვლევები, მანიპულაცია-პროცედურები და სხვ.) შესახებ, კონკრეტული რაოდენობების მითითებით; გ) ინფორმაცია სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში ჩართული ადამიანური რესურსის შესახებ (პროგრამის ხელმძღვანელისა და პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირების ავტობიოგრაფიები/CV, პედაგოგიური და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები); დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობ(ებ)ის განხორციელების/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობ(ებ)ის/სანებართვო მოწმობის დანართ(ებ)ის ასლ(ებ)ი (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში); ე) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამ(ებ)ის (მ.შ. სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის)/მოდულ(ებ)ის, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამ(ებ)ის) დასახელება, რომლებიც ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში/ სასწავლებელში; ვ) დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფლობისა და სარგებლობის შესახებ (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში); ზ) ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის მიერ სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის შესახებ (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში).“; |
ე)
მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. დაწესებულება/სასწავლებელი უფლებამოსილია იგივე სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ან/და მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუადრეს 1 წლისა.“; |
ვ)
მე-6 მუხლის: |
ვ.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის/ სასწავლებლისათვის მათი მაქსიმალური რაოდენობის – ლიმიტის (კვოტის) განსაზღვრას, რომლის ერთდროულად მზადების უფლება აქვს დაწესებულებას / სასწავლებელს: ა) იმ სარეზიდენტო პროგრამის (მ.შ. მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის საერთო (საბაზისო) და შესაბამის საექიმო სპეციალობებში შემდგომი მზადების კურსის) ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია, პროგრამის (კურსის) ხანგრძლივობის ვადებში; ბ) იმ მოდულ(ებ)ის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია მოდულის ხანგრძლივობის ვადებში; გ) იმ სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია, პროგრამის ხანგრძლივობის ვადებში.“; |
ვ.ბ)
32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „33“ პუნქტი:
„33. დაწესებულება/სასწავლებელი, აკრედიტაციით მინიჭებული კვოტის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოფდეს ყოველ წელს რეზიდენტთა/მაძიებელთა ახალი ნაკადის მიღების შესაძლებლობას.“. |
ზ)
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს და პროგრამის ხელმძღვანელს ან/და ცალკეულ მოდულზე/სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის/დადების შემთხვევები 1. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია, სარეზიდენტო/სუბსპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელთან ან/და ცალკეულ მოდულზე პასუხისმგებელ/სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირებთან ხელშეკრულების შეწყვეტის/გაფორმების შემთხვევაში აცნობოს საბჭოს დაუყოვნებლივ. 2. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი არ წარმოადგენს ხელშეკრულებას სარეზიდენტო/სუბსპეციალობის პროგრამის სხვა ხელმძღვანელთან ან/და ცალკეულ მოდულზე პასუხისმგებელ/სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირთან, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“; |
თ)
მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების მიზნით, დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია, მოიპოვოს აკრედიტაცია შესაბამისი სუბსპეციალობის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.“. |
2.
ბრძანების დანართი 2.2-ის (აკრედიტაციის კრიტერიუმები): |
ა)
42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „43“ პუნქტი:
„43. სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციისას სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის საქმიანობის მოცულობა განისაზღვრება სუბსპეციალობის პროგრამის შინაარსით. ამასთან, დაწესებულების/სასწავლებლის ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება შესაბამის სუბსპეციალობის პროგრამაში მითითებული გამოკვლევების/მანიპულაციების რაოდენობების მიხედვით, ერთ მაძიებელზე გაანგარიშებით.“; |
ბ)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ქირურგიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა ანესთეზიოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 3 რეზიდენტის/მაძიებლისა; რადიოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; სტომატოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; სამედიცინო გენეტიკის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არა უმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; გადაუდებელი მედიცინის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტისა /მაძიებლისა.”; |
გ)
მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისი „61“ პუნქტი:
„61. სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირზე მაძიებლების რაოდენობა განისაზღვრება კონკრეტულ სუბსპეციალობის პროგრამაში მითითებული რაოდენობების მიხედვით.“; |
დ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პროგრამის ხელმძღვანელი, ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირები (გარდა თეორიული მოდულებისა) და სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელი პირები ხელმძღვანელობენ მხოლოდ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ან/და სასწავლებელში (ერთ სამედიცინო დაწესებულებასა ან/და სასწავლებელსა და მასთან აფილირებულ სამედიცინო დაწესებულებებში) მიმდინარე დიპლომისშემდგომ მზადებას (პროგრამას, მოდულს).“; |
ე)
91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „92“ პუნქტი:
„92. სუბსპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელი - აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი) ან დოქტორის აკადემიური ხარისხი და სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა ან არანაკლებ 2-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება და სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა; სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელი პირები - სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა და პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.“.
|
| მუხლი 2 |
დაწესებულებები/სასწავლებლები უფლებამოსილნი არიან, დაასრულონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე სუბსპეციალობების ფარგლებში დაწყებული მზადება (ხსენებული ეხებათ იმ დაწესებულებებს/სასწავლებლებს, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ახორციელებდნენ კონკრეტული სუბსპეციალობის პროგრამას ან რომელთაც მოპოვებული აქვთ აკრედიტაცია სუბსპეციალობის შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით). |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები