კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016231
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
64
19/12/2014
ვებგვერდი, 23/12/2014
190040000.35.149.016231
კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/12/2014 - 02/03/2015)

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №64

2014 წლის 19 დეკემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 25/12/2013; 190020020.35.149.016163).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე



დანართი №1

 

კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.

2. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ონკოლოგიური ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100)

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, მათ შორის აფთიაქიდან;

ვ) უარი ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან და აფთიაქის მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშწორების ანგარიშზე.

4. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისთვის თანადაფინანსებით: 1001 ლარამდე 70%-ით, 1000-დან 1401 ლარამდე 700 ლარით, ხოლო 1400 ლარიდან 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს  1500 ლარისა;

5. იმ შემთხვევაში, თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;

6. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვეო კომპანიიდან დაფინანსების მიღების შეასხებ;

7. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.


მუხლი 2. სამედიცინო (ამბულატორიული, სტაციონარული და მათ შორის დღის სტაციონარი) მომსახურების თანადაფინანსება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი (მათ შორის ონკოლოგიური), რომელიც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ასევე, ვისაც  ამოწურული აქვს  ლიმიტი;

2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო  ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას  ან  და ლიმიტის ამოწურვას.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშწორების ანგარიშზე.

4. ავადმყოფს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, დაუფინანსებელი თანხის 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.

5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.


მუხლი 3. ცერებრალური დამბლით  და  აუტიზმით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);

ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 4. თირკმლის უკმარისობით (დიალეზი), დაავადებულ პაციენტების დახმარება
1. ამ მუხლით დაავადების მიმღებს, თირკმლის უკმარისობით, დაავადებულ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობიას ასლი, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100).

3. ცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იმის თაობაზე, რომ დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) მონაწილეობს თირკმლის უკმარისობით (დიალეზი) დაავადების პროგრამაში.

4. დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 5. იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ბავშვების (0-დან-18 წლამდე)  სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);

ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 6. კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის დაფინანსება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად (ერთი ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100 დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის  მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშწორების ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.


მუხლი 7. კორონაროგრაფიის დაფინანსება
1. ამ მუხლით დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა  ერთჯერადად, მოთხოვნილი თანხის 50% თანადაფინანსებით;

2. პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშწორების ანგარიშზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;

5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.


მუხლი 8. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა) ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;

გ) ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 250 ლარის ოდენობისა, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში. დასაფინანასებელი მედიკამენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამი თვისთვის განკუთვნილ ნორმას.

3. კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, ინსულტი;

4. ამ მუხლის მესამე პუნქტით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარის ოდენობისა. დასაფინანასებელი მედიკამენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვისთვის განკუთვნილ ნორმას.

5. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი. არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (განახლებული ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/ და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.

6. მესამე პუნქტის შემთხვევაში დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აფთიაქის მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშწორების ანგარიშზე.


მუხლი 9. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან უსინათლო ინვალიდებს 200 ლარის ოდენობით.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრმა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვნის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადობის (დაბადების მოწმობის) ქსერო ასლი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 10. მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები და შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი მაინც, რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ოჯახი დახმარებას მიიღებს, ახლადშეძენილ თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრების შესახებ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით ისარგებლებს 2014 წლის დეკემბრის თვეში დაბადებული ბავშვის ოჯახი.

5. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისარგებლებს ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით.


მუხლი 11. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილები, ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია და ოჯახით ცხოვრობს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად თითოეულ 18 წლამდე ასაკის შვილზე 100 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ქსეროასლი არსებობის შემთხვევაში;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 12. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის, ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის, ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. მოსაძიებელი დოკუმენტაციაა სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების მიერ მოცემული ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან (ბენეფიციართან) დაკავშირებით.


მუხლი 13. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღებია საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 14. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 15. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. ამ მუხლით 500 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევა სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტირებულ, ავტორიზებულ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), ან სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გადის აკრედიტებულ პროგრამას და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:  

ა) დედ-მამით ობოლ სტუდენტს;

ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის სტუდენტს;

გ) სტუდენტს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა;

დ) პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

2. სტუდენტს,  სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომელიც  სწავლობს კოლეჯში და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 0-დან 70 001-მდე, დახმარება გაეწევა ერთჯერადად,  სწავლის საფასურის თანადაფინანსებით - 250 ლარის ოდენობით;

3. სტუდენტმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან თუ დახმარების მიმღები ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) გადის აკრედიტებულ პროგრამას მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) ცნობა კოლეჯიდან სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

დ) პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით დაფინანსების შემთხვევაში, ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.

4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ საქართველოს პირველობის გამარჯვებულ ასევე, ევროპისა და მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულ ან პრიზიორ სპორტსმენებს, რომლებმაც მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციიდან;

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 16. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება (მოსარგებლეზე არ ვრცელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის აუცილებლობა)
1. ხანძრების შედეგად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა.

2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე ზიანის დადგომიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საკუთრების ან და კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანდერძი, ჩუქება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (არსებობის შემთხვევაში), ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერი პირდაპირი მითითებით, ცნობა საკომლო წიგნიდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) ცნობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;

ვ) ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისგან.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.

4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.

5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ ოჯახებზე, რომლებიც 2014 წლის დეკემბრის თვეში ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.


მუხლი 17. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და სოფელ თელიანში არსებულ დევნილთა ჩასახლებაში და 1991-1993 წლებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას - სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს ერთჯერადად, 2015 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.

2. სასაჩუქრე პაკეტის ღირებულებაა 70 ლარი.

3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

ა) დევნილის მოწმობის ასლი;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი.


მუხლი 18. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთისა და უნგრეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა;

ე) გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ვ) დამკრძალავის და გარდაცვლილის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

თ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ.

3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლით ისარგებლებს 2014 წლის დეკემბრის თვეში გარდაცვლილის დამკრძალავი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.


თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 19. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. კასპის მუნციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში -სამსახური).

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.


მუხლი 20. სამუშო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.

2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.

3. სამუშაო ჯგუფის მდივანი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში ასევე, იგი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე;

4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას უძღვება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

5. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც.

6. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

7. სამუშაო ჯგუფის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.


მუხლი 21. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.


მუხლი 22. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მდივანი.

5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.

6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.


მუხლი 23. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 24. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფისათვის, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ითვლებიან დახმარების მიმღებად გარდა ამ წესის 1-ლი, მე-2 და მე-6, მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დაფინანსებისა.

2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან, გარდა ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიმღებისა.

3. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება – მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.