საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ 2014 წლის ანგარიში გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ 2014 წლის ანგარიში გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14/94049
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
14/94049
10/12/2014
ვებგვერდი, 23/12/2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ 2014 წლის ანგარიში გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის, 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2014 წლის 1 იანვრიდან  2014 წლის  დეკემბრის  ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციის თაობაზე

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი:

 

  • საანგარიშო პერიოდში შემოსულია 143 წერილობითი მოთხოვნა.   ამომწურავი პასუხი გაეცა 137 განმცხადებელს. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2 განცხადება. მიმდინარე შესრულების პროცესშია 4 განცხადება.
  • საანგარიშო პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 1  საჩივარი. 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო  სამსახური:

 

  • საგამოძიებო  სამსახურში შემოსულია 21 წერილობითი  მოთხოვნა. აქედან ოცზე გაცემულ იქნა პასუხი, ხოლო ერთი არ დაკმაყოფილდა.

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო  სამსახური:

 

·         სახაზინო სამსახურში 2014 წლის 1 იანვრიდან  დეკემბრის ჩათვლით  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მომართა 27 (ოცდაშვიდი) ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. მათგან 20 (ოცი) განცხადებას პასუხი გაეცა უშუალოდ სახაზინო სამსახურის მიერ, ხოლო 5 (ხუთი) კომპეტენციის ფარგლებში შესრულებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა უწყებების/ქვედანაყოფების მიერ. მიმდინარე შესრულების პროცესშია 1 განცხადება.

 

·         საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების ან მათზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირს სახაზინო სამსახურში წარმოადგენს სახაზინო სამსახურის უფროსი. აღნიშნულ პერიოდში, სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სახაზინო სამსახურში არ შემოსულა.

 

·         აგრეთვე, არ ფიქსირდება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა.

 

 

სსიპ შემოსავლების სამსახური:

 

  • შემოსავლების სამსახურში შემოსულია 739 წერილობითი მოთხოვნა.  მოთხოვნილ ინფორმაციაზე უარი ეთქვა 82 განმცხადებელს. დაკმაყოფილდა  617 განცხადება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 40 განცხადება.
  • საანგარიშო პერიოდში შემოსავლების სამსახურში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით   საჩივარი არ შემოსულა.

 

სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტო:

 

·         სსიპ - მომსახურების სააგენტოში შემოსულია 35 განცხადება. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად  გაიცა 35 შემთხვევაში.

·         სააგენტოს თანამშრომელთა მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინარული 

სახდელის დადების შემთხვევა, სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 2014 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა.

 

სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

 

2014 წლის 1 იანვრიდან - 2014 წლის დეკემბრამდე სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოვიდა 7 (შვიდი) განცხადება. შვიდივე შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, 7 (შვიდივე) მოთხოვნაზე სრულად  იქნა გაცემული პასუხები და წარდგენილ იქნა მოთხოვნილი ინფორმაციები.

2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა შემოსული არ ყოფილა.

ამასთან, სამსახურის უფროსისა და უფროსის მოადგილეების პერსონალური მონაცემები გადაეცა საჯარო ინფორმაციის გაცემის მომთხოვნ ერთ განმცხადებელს.

 

·         სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია

 

·         სსიპ - ფინანსთა   სამინისტროს   აკადემიაში   2014   წლის   განმავლობაში   (2014 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულია 11 (თერთმეტი) განაცხადი.

·         საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 11 (თერთმეტი) შემთხვევაში.

 

 

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში  ფუნქციონირებს საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემები (eDocument, eHRMS), შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული უწყებები ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მატერიალურ ბაზებთან ერთად იყენებენ საჯარო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აგროვებენ, ამუშავებენ და ინახავენ საჭირო პერსონალურ მონაცემებს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინარული სახდელის დაკისრების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით ხარჯები არ გაუწევია. ამასთან, ვინაიდან ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროში გადაწყვეტილება არ მიღებულა და შესაბამისად, არ გასაჩივრებულა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების   გასაჩივრებასთან დაკავშირებული, მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხები არ გადაუხდია.

 

ნოდარ ხადური