დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 387 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016696 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანებით (ვებგვერდი, 110420014, 20.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.016170) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველის ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული) პირების ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში-მინისტრი) მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადამხდელო დოკუმენტების მიღება და დამუშავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;“; დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ბიუჯეტების შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება;“; ე) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული დეპოზიტური თანხების მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;“; ზ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) სახელმწიფო ხაზინის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;“; თ) „თ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი: „თ2) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება;“; ი) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; კ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;“; ლ) „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის განხორციელება;“; მ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) საგადამხდელო პროცედურებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის საკითხებზე განმარტებების გაცემა;“. 2. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გასცეს ან გააუქმოს ნებართვა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა, საბანკო ანგარიშების გახსნის თაობაზე;“; გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში ფინანსური ანგარიშგებისა და დანართი ფორმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში შეუჩეროს მათ ამ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსება;“. 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ანგარიშგებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტი;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტი“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საგადამხდელო პროცედურების შესახებ მეთოდოლოგიურ საკითხებზე განმარტებების გაცემა.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ი-ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სახაზინო ანგარიშების გახსნა სახლმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და ფორმირება კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო შემოსულობების სახაზინო კოდების მიხედვით; კ) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების/სანქციის დაბრუნების მიზნით ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და ანგარიშგება; ლ) ბიუჯეტების შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების მიმდინარე შემოსულობების ფარგლებში დაბრუნება, შემოსულობის სხვა სახეში გადატანა, სხვა სახსრების მფლობელზე გადატანა ან/და შეცდომის გასწორება, აღრიცხვა ან ანგარიშგება;“; ბ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით წარდგენილი საგადახდო დოკუმენტების დამუშავება;“; ბ.გ) „ლ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი: „ლ2) ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტის მიერ ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით წარდგენილი საგადახდო დოკუმენტების დამუშავება;“; ბ.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვა, შესაბამის ბიუჯეტში მიმართვა, გადამხდელისათვის უკან დაბრუნება და შეცდომით განთავსებული დეპოზიტური თანხის ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანა;“; ბ.ე) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების ამონაწერების მომზადება და მიწოდება.“; გ) მე-4 პუნქტის: გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მომსახურების და სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტებიდან გადმოცემული საგადახდო მოთხოვნების და საგადახდო დავალებების რეესტრების დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და გაგზავნა ბანკთაშორის საგადამხდელო სისტემაში;“; გ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მომსახურების დეპარტამენტის და სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის მიერ სავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად; ვ) სახელმწიფო ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება შესაბამის დეპარტამენტებზე;“; გ.გ) „კ-ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) მე-5 პუნქტის: დ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ანგარიშგებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტი:“; დ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული) პირების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ანგარიშების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი ფორმებით;“; დ.გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა ანგარიშგება და შესრულების ანგარიშების მომზადება;“; დ.დ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული) პირების ბიუჯეტების გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება;“; დ.ე) „დ-ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესრულების ანგარიშგების მომზადება; ე) ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება; საინკასო დავალებით ჩამოჭრილ თანხებზე საბიუჯეტო ორგანიზაციის ინფორმირება; ვ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავება; ზ) საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება; თ) სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება; ი) აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის საკითხებზე განმარტებების გაცემა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის განხორციელება; ლ) საჯარო სამართლის იურდიულ პირთან – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან კოორდინირებულად, სახელმწიფო ხაზინის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და განთავსება/განახლება სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე.“; ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტი: ა) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების მომზადება; ბ) ხაზინის ანგარიშებზე განხორციელებული ფულადი სახსრების მოძრაობის ოპერატიული ანალიტიკური ინფორმაციების მომზადება პროგნოზების შედგენის მიზნით; გ) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება; დ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენა და შესრულება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; ე) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება; ვ) ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტში; ზ) კომერციული ბანკებიდან ფულადი სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადმოტანის მიზნით საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა ანგარიშსწორების დეპარტამენტში; თ) ფინანსური ბაზრის ანალიზი, ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევა, ფულადი სახსრების განთავსება და მონიტორინგი; ი) ფინანსური რისკების ანალიზი და შეფასება.“. 5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“ „ე“ „თ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „დ.ბ“, „დ.დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“ „ე“ „თ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „დ.ბ“, „დ.დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები