დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.174.016045 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №25 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge 02/09/2014, 010250050.35.174.01.60.25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გარდამავალ პერიოდში (2016 წლის პირველ იანვრამდე) საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 ბავშვს, გარდა ბაგის უმცროსი ჯგუფისა, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ბავშვს. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა შესაძლებელია იყოს განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საბავშვო ბაგა-ბაღში თითოეულ ჯგუფში მიღებული და რეგისტრირებულია აღსაზრდელი 2013 წლის 1 სექტემბრამდე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები