საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1753
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.001.902
  • Word
1753
23/06/2005
სსმ, 38, 15/07/2005
020.080.000.05.001.001.902
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 170 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ამგვარი სამართალდარღვევებისათვის, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, _

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით.

6. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისათვის, _

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება,

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით.

შენიშვნა:

1. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ადგილზე შეამოწმოს ეს პირი და დაუყოვნებლივ წარადგინოს იგი სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში სიმთვრალის ხარისხის დასადგენად.

2. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ მძღოლის მოწმობა მფლობელს დაუბრუნდება სრული გამოჯანმრთელებისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.“.

2. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 117. სიმთვრალის, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება

სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით სიმთვრალის, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, _

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.“.

3. 118-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 118. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით, ან ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად სხვა პირისათვის გადაცემა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.“.

4. 119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს:

ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს;

ბ) მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;

გ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები;

დ) საპატრულო პოლიციაში რეგისტრირებული მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განმკარგულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, აგრეთვე თუ დარღვეულია სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნომრიანი აგრეგატის რეგისტრაციის წესები, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

2. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, მისაბმელი მოწყობილობა ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები და უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან შუშის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, ან რომელსაც გამონაფრქვევში აღენიშნება გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის სხვა სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, _

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.

შენიშვნა:

1. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე, 120-ე, 121-ე, 122-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, მძღოლის მოწმობის ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში საქმის განხილვამდე სამართალდამრღვევს დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე, სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევ მძღოლს, ხოლო იმ ტექნიკური გაუმართაობით მართვისას, რომელიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, არ დაიშვება ასეთი სატრანსპორტო საშუალების შემდგომი გადაადგილება.

2. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განმკარგულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეგისტრაცია საპატრულო პოლიციაში ხდება უსასყიდლოდ.

3. ამ კოდექსში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახეობის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე მოტოციკლი და სხვა ძრავის მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა).

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.“.

5. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან არადანიშნულებით გამოყენება

1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე დაყენება, ანდა ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის განკუთვნილი შეფერილობის უკანონო გამოყენება, _

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 6 თვის ვადით, სპეციალური ხელსაწყოს სასყიდლით ჩამორთმევით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებელი გატარების წესების დარღვევა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, _

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.

შენიშვნა:

1. სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება ასეთი ხელსაწყოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ).

2. სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი გამოყენება ამ ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.“.

6. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება,

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, _

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადამცემი პირისათვის მართვის უფლების ჩამორთმევას 6 თვის ვადით.

შენიშვნა:

ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1211 მუხლი:

     „მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მათ სანაცვლოდ გაცემული მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა, ან/და პირის მიერ მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო მოწმობის მიღების მიზნით, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.“.

8. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე

წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.“.

9. 123-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ საპატრულო პოლიციის მუშაკის მოთხოვნის შეუსრულებლობა

1. სატრანსპორტო საშუალების შეჩერების შესახებ საპატრულო პოლიციის მუშაკის მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.“.

10. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, _

გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.

4. საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალების განლაგების, დგომა-გაჩერების, ბუქსირების, ტვირთის გადაზიდვის, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, აგრეთვე აკრძალულ ადგილზე ან არასწორად დაყენებული სატრანსპორტო საშუალების მიტოვება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

5. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, _

გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 6 თვის ვადით.

შენიშვნა:

1. მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ან თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ მინიშნება ამის თაობაზე თან ახლავს ამკრძალავ ნიშანს, ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევ მძღოლს. თუ სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანა არ ხერდება, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დადგენის შემდეგ, დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.

3. ამ მუხლის მე-4–მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.“.

11. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 127. ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა

1. ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის ან გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ლარის ოდენობით.

2. სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.“.

12. 1271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1271. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, ავტოსადგურის მუშაობის, სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და მისი გამოყენების წესების დარღვევა

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

3. ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.“.

13. 133-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421–422, 425–429 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–912, 921, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051, 1251, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1778–178-ე, 1791–183-ე, 185-ე–1872, 189-ე, 191-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.

15. 209-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 209. შინაგან საქმეთა ორგანოები

1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071, 1072, 1073, 108-ე, 116-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით და 190-ე მუხლით.

2. ამ კოდექსის 116-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 118-ე მუხლით, 119-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 121-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1211 მუხლით, 122-ე მუხლით, 123-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 127-ე მუხლით და 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საპატრულო პოლიციის ის მოსამსახურე, რომელსაც აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების (გარდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქმეს განიხილავენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.

16. 239-ე მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ორგანოები.“;

ბ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 81-ე, 107-ე, 116-ე–126-ე, 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1282, 134-ე, 166-ე, 173-ე, 1741, 1771, 180-ე და 181-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები.“;

გ) 29-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. ამ კოდექსის 912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ „საქსტანდარტი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი ორგანოები კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.“;

დ) 48-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„48. ამ კოდექსის 1553–1556 და 1711–1713 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

17. 242-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას ოქმი არ შედგება

1. ამ კოდექსის 102-ე მუხლით, 223-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე მუხლით, 115-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 129-ე და 130-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობის შესაბამისად დააჯარიმებენ და ჯარიმას გადაახდევინებენ, ხოლო გაფრთხილებას გააფორმებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ოქმი არ შედგება.

2. ამ კოდექსის 116-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 118-ე მუხლით, 119-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 121-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1211 მუხლით, 122-ე მუხლით, 123-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 127-ე მუხლით და 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.

3. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის სამართალდარღვევისათვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ შედგება ოქმი.

შენიშვნა:

ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

18. 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, მძღოლს საქმეზე დადგენილების გამოტანამდე ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა და მიეცემა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ოქმში. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მძღოლს დროებით ჩამორთმეული მოწმობა არ დაუბრუნდება, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების (გაპროტესტების) შემთხვევაში მართვის დროებითი ნებართვის მოქმედება გაგრძელდება საჩივარზე (პროტესტზე) გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადით.“.

19. 270-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 270. წინადადებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ

1. საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისას შესაბამის საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და თანამდებობის პირთან შეაქვს წინადადებები ამ მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად ზომების მიღების საჭიროების შესახებ. აღნიშნული ორგანიზაციები და პირნი ვალდებულნი არიან წინადადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ აცნობონ წინადადების შემტან ორგანოს (თანამდებობის პირს).

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი ან საქმის განმხილველი ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენიდან ან დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

შენიშვნა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

20. 290-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – ქვითრის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა; დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებული ჯარიმის თანხა დამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად.“.

21. მე-300 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 300. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

1. დადგენილება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით.

2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, სასამართლო აღმასრულებელი ჩამოართმევს მოწმობას იძულების წესით.

3. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობის ჩამორთმევის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

4. დადგენილებას მცირე ზომის გემების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ საზღვაო ადმინისტრაციის შესაბამისი ორგანოები.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

1753_რს