„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016153
9/04
22/01/2015
ვებგვერდი, 22/01/2015
220090000.18.011.016153
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №9/04

2015 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ დანდართული ინსტრუქცია.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქცია“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საბანკო დაწესებულებების (ბანკების) მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისთვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის (შემდგომში – ანგარიში) გახსნის წესს, ანგარიშის სახეებს და მათ დანიშნულებას.“;

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

„11. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გაიხსნას როგორც მიმდინარე ანგარიშის, ასევე სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის სახით.“;

დ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში – სახაზინო სამსახურის თანხმობა ანგარიშის გახსნის და/ან თანხის განკარგვის შესახებ, თუ ასეთი თანხობის ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.“.

ე) მე-11 მუხლის 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არარეზიდენტი პირისათვის თანხის გადარიცხვის შემთხვევებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის პირის არარეზიდენტობის განსაზღვრისას  ბანკი ეყრდნობა გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას.“.

 ვ) თავი III და მე-11 მუხლი ამოღებულ იქნას.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ , „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე