საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1822
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.941
  • Word
1822
30/06/2005
სსმ, 38, 15/07/2005
080.000.000.05.001.001.941
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41 (48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 42-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით.“.

2. მე-200 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 200. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა

1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, –

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ორი ათას ლარს.

2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ხუთი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.“.

3. 218-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 218. გადასახადისათვის თავის არიდება

1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ოცდახუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება სამოცდათხუთმეტ ათას ლარს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შეტყობინების მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3711 მუხლი:

     „მუხლი 3711. მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა

მართლმსაჯულებისთვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 30 ივნისი.

№1822–რს