დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1851 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 19/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.954 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12. 2004, მუხ. 200) 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 219-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებში, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს (რეზიდენტ ფიზიკურ პირებს) ეკისრებათ 2006 წლის 1 აპრილისთვის და მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულ შემოსავლებზე. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებში, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს (რეზიდენტ ფიზიკურ პირებს) არ დაეკისრებათ საგადასახადო, ადმინისტრაციული ან სხვა სახის პასუხისმგებლობა 2005 წლის 1 იანვრამდე დაქირავებით მიღებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობისა და საგადასახადო დეკლარაციის წარუდგენლობისათვის. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებს, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეკისრებათ 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 30 ივნისი.
№1817–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები