დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 55 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016726 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 83-ე მუხლის:
1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. საქონლის ჩამორთმევისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი მოვალეა იმ პირს, რომლისგანაც ხდება საქონლის ჩამორთმევა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო ორგანოს უფროსის ბრძანება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი).“. 2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. საქონლის ჩამორთმევის (ამოღების) დროს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოიღებს მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც არანიშანდებულია ან ნიშანდებულია დადგენილი წესის მოთხოვნათა დარღვევით.“. 3. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,12. ჩამორთმეულ საქონელს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები დროებით შესანახად აბარებენ შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღნიშნულ საქონელს აბარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ საწყობებში ჩამორთმევის განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაში. საქონლის გადაცემის ორივე ეტაპზე დგება მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) აქტის შედგენის ადგილი და თარიღი; ბ) აქტის შემდგენი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) ჩამორთმევის პროცედურაში მონაწილეთა (როგორც პროცედურის განმახორციელებელ პირთა, ისე მათი, ვის მიმართაც იგი განხორციელდა) სრული რეკვიზიტები; დ) ჩამორთმევის პროცედურის დრო; ე) ჩამორთმეული საქონლის დასახელება და რაოდენობა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები