არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

  • Word
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 09/03/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/34
09/03/2015
ვებგვერდი, 11/03/2015
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის

ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/34

2015 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უძველესი დროიდან დღემდე საქართველოში გავრცელებულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ  ობიექტებს:

1. სვანური ხალხური საკრავის „ჭუნირი“ დამზადების ტრადიციული მეთოდი;

2. სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია;

3. სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი;

4. სვანური სამზარეულო – კუბდარის (სვან. კუბედ) დამზადების ტრადიციული მეთოდი;

5. სვანური სამზარეულო – სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი;

6. სვანური სამზარეულო – თაშმჯაბის დამზადების ტრადიციული მეთოდი;

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტების მონაცემების         კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა N4).

 

  გენერალური დირექტორი                                        ნიკოლოზ ანთიძე