„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016186
2-71
20/03/2015
ვებგვერდი, 20/03/2015
010240030.22.032.016186
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-71

2015 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) ქონების მართვის სამმართველო;“

ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;“

გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახური;“

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „კ-ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უზრუნველყოს ცენტრის უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, რეგისტრაცია და ელექტრონული საინფორმაციო ბაზების (რეესტრის) წარმოება;

ლ) სამეურნეო, სარემონტო, სამშენებლო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;“

ბ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სათესლე და სარგავ მასალაზე შესაბამისობის შეფასების სამუშაოთა განხორციელება და სერტიფიკატების გაცემა.“

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მედიასთან ურთიერთობის წარმართვა ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებრივად გაშუქების მიზნით;

ბ) ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელის ადმინისტრირება, ინფორმაციის პერიოდული განახლება;

გ) ახალი ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა (ექსტენცია), საჩვენებელი და სადემონსტრაციო ღონისძიებების მოწყობა;

დ) მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურებთან თანამშრომლობა;

ე) სამეცნიერო კვლევებისა და ანალიზის შედეგად მიღებული ინოვაციური ტექნოლოგიების, სასოფლო –სამეურნეო კულტურათა, ახალი ჯიშების და ჰიბრიდების, თესლისა და სარგავი მასალების ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების გავრცელება;

ვ) რეგიონებში სემინარების ჩატარების ორგანიზება, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების მოვლა - მოყვანის, დაცვის, სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების წარმოების, შენახვა – გადამუშავების და სხვა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;

ზ) ცენტრის წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების კოორდინაცია;

თ) ცენტრში შემოსულ კორესპონდენციის განხილვა;

ი) ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, თემატურად დაკავშირებულ უცხო ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებთან;

კ) ცენტრის სახელით მონაწილეობის მიღება საერთაშორისო კონფერენციებში, გამოფენებში, პრეზენტაციებში, სემინარებსა და ტრენინგებში;

ლ) რეგიონებიდან ინფორმაციის მოპოვება და მისი მიწოდება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის“.

დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. რისკის შეფასების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მოსახლეობისა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე, აგრეთვე მცენარეთა სიჯანსაღეზე რისკის შეფასების პროცედურების ორგანიზება;

ბ) საფრთხეების იდენტიფიცირება, აღწერა და რისკების მისაღები დონის დადგენა;

გ) რისკებთან დაკავშირებული ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომი, მეცნიერულად დასაბუთებული შედეგებისა და მონაცემების მოძიება და ანალიზი;

დ) რისკის მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ვ) საფრთხეებთან დაკავშირებით სამეცნიერო დასკვნის წარდგენა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.“

3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ქმნის სამეცნიერო, ექსპერტთა და საკონსულტაციო საბჭოებს, საკონკურსო და საატესტაციო კომისიებს;”

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია