დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 23/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.15.008.016173 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 05/03/2012, 010320010.15.008.016028) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „გ) ხელახალი კონკურსის შემთხვევაში - კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები - კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე”. 2. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. ხელახალი კონკურსის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადის დასრულებიდან 14 დღის ვადაში (ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები, კონკურსის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში).”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები