„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3393-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.017644
3393-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
140080000.05.001.017644
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:

„მუხლი 231. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება პირი, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3393-IIს