„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 06/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.016315
192
31/03/2015
ვებგვერდი, 01/04/2015
360010010.22.023.016315
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №192

2015 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 

,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 15/05/2013, 360010010.22.023.016155) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №1-ის - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს - სამსახურის თანდართული ტიპური დებულების:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სამსახურები, მათი სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები

1. სამსახურების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:

ა) შიდა ქართლის სამსახური:

ა.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: გორის; ხაშურის; კასპისა და ქარელის; მუნიციპალიტეტები;

ა.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. გორი ქარხნის ქუჩა №40;

ბ) ქვემო ქართლის სამსახური:

ბ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები;

ბ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი,  ფიროსმანის ქუჩა №19;

გ) სამცხე-ჯავახეთის სამსახური:

გ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;

გ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ახალციხე, კეცხოველის ქუჩა №1;

დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახური:

დ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: ზუგდიდის; თვითმმართველი ქალაქი ფოთი; ხობის; აბაშის; სენაკის; ჩხოროწყუს; წალენჯიხის; მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტები;

დ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58.

ე) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამსახური:

ე.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: ამბროლაურის; ლენტეხის; ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები;

ე.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ამბროლაური, ვაჟა-ფშაველას ქუჩა.

ვ) მცხეთა-მთიანეთის სამსახური:

ვ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: მცხეთის; თიანეთის; ყაზბეგის; დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები;

ვ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. მცხეთა სამხედროს ქუჩა №5;

ზ) კახეთის სამსახური:

ზ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: თელავის; საგარეჯოს; გურჯაანის; ახმეტის; ყვარლის; სიღნაღის; ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები;

ზ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თელავი, ვარდოშვილის ქუჩა №7;

თ) იმერეთის სამსახური:

თ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი; საჩხერის; ჭიათურის; ზესტაფონის; ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტები;

თ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, სადგურის მოედანი №3ა;

ი) გურიის სამსახური:

ი.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: ლანჩხუთის; ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები;

ი.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი;

კ) აჭარის სამსახური:

კ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველის ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;

კ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, გორგასლის ქ. №124.

2. სამსახურებრივი ინტერესებისა და დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით განსაზღვროს დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოების - სამსახურების შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება მათი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივი სამსახურის ადგილს) გარეთ.“

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად, სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ქიმიური უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა), ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლი, რომელიც მოიცავს, გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი.“

გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი, ხოლო იმავე დროს სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში, სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი.“

დ) მე-6 მუხლის:
დ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მთავარი სპეციალისტი (იურისტი), მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი, საქმისმწარმოებელი), უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი) და სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი).“

დ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. მთავარი სპეციალისტის კომპეტენციაა:

ა) გააკონტროლოს გამოიყენება თუ არა სათანადო დანიშნულებისამებრ და სამსახურებრივი მიზნებისათვის სამსახურზე გადაცემული ქონება;

ბ) ქონების დაზიანების (გარდა სათანადო გამოყენების შედეგად ნორმალური ცვეთის შემთხვევისა), განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სამსახურის უფროსს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“ 

დ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:

„62. უფროსი სპეციალისტის (ანალიტიკოსის, საქმისმწარმოებლის) კომპეტენციაა:

ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;

ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა;

გ) სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში სამსახურის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში  გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ  ინფორმაციის  წარდგენა ან/და გამოთხოვა;  

ე) სამსახურში შემოსული კორესპონდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;

ვ) სამსახურის საქმისწარმოებისათვის გადაცემული ბეჭდებისა და შტამპების დადგენილი წესით გამოყენება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“ 

2. დანართი №2-ის - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის დებულების მე-5 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონვენციურ სამსახურს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული, მთავარი სპეციალისტი (იურისტი), უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი, საქმისმწარმოებელი).“

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უფროსი სპეციალისტის (ანალიტიკოსის, საქმისმწარმოებლის) კომპეტენციაა:

ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;

ბ) კონვენციური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში კონვენციური სამსახურის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში  გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ  ინფორმაციის  წარდგენა ან/და გამოთხოვა;   

დ) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში კონვენციური სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, შემსრულებლებისათვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა;

ე) კონვენციურ სამსახურში შემოსული კორესპოდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;

ვ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება კონვენციური სამსახურის საქმისწარმოებისათვის;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 6 აპრილიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმაია ბითაძე