„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016745
106
16/04/2015
ვებგვერდი, 16/04/2015
200090000.22.033.016745
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №106

2015 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 78-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თამბაქოს ნაწარმის მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება არსებულ შეფუთვაზე, პოლიეთილენის საფარველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შიგნიდან. საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე სიგარა ან/და სიგარილას აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების შემთხვევაში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება შესაძლებელია განხორციელდეს არსებულ შეფუთვაზე, პოლიეთილენის საფარველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარედან.“.

 

2. 79-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება:

ა) პროდუქტის წარმომავლობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 6.595 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ბ) იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 4.85 ლარის ოდენობით;

გ) ლუდის ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 4.03 ევროს ეკვივალენტი ლარებში.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო (სიგარეტი, სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 5.0 ევროს ეკვივალენტი ლარებში;“.

 

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 791-793 მუხლები:

მუხლი 791. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკების ფონური ფერები, ნუმერაცია და მათზე აღნიშნული წარწერები

1. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკების ფერები, ნუმერაცია და მათზე აღნიშნული სიტყვიერი წარწერებია:

ა) მწვანე ფერი, წარწერით „ადგილობრივი” - ადგილობრივი წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა;

ბ) ცისფერი ფერი, წარწერით „იმპორტი” - იმპორტული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა;

გ) მწვანე ფერი, ადგილობრივი წარმოშობის - ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა;

დ) ცისფერი ფერი, იმპორტული წარმოშობის - ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა;

ე) ცისფერი – ნარინჯისფერი ფერი იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის, სიგარა, სიგარელასათვის განკუთვნილი აქციზური მარკა.

2. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაცია განისაზღვრება სერიის აღმნიშვნელი ქართული ანბანის ორი ასო-ნიშნითა და რვაციფრიანი რიგითი ნომრით.

3. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების პირველი სერიული ასო-ნიშანი განსაზღვრავს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში - სეს ესნ) შესაბამის კოდის მქონე შემდეგ პროდუქციას:

ა) _ არაყი, სეს ესნ-ის კოდი 220860;

ბ) _ სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით (გამოხდით), სეს ესნ-ის კოდი 220820;

გ) _ ლიქიორები, სეს ესნ-ის კოდი 220870;

დ) _ ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციით, სეს ესნ-ის კოდი 2207;

ე) _ ვისკი, სეს ესნ-ის კოდი 220830; რომი და ტაფია, სეს ესნ-ის კოდი 220840; ჯინი და ღვიის ნაყენი, სეს ესნ-ის კოდი 220850; სხვა დადუღებული სასმელები, სეს ესნ-ის კოდი 220600; არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 110 00; არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 190 00; ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 330 00; ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 380 00; უზო, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 410 00; კალვადოსი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 450 00; დანარჩენი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 480 00; კორნი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 520 00; ტეკილა, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 540 00; დანარჩენი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 560 00; სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაციით არა უმეტეს 7 მას.%-ისა, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 690 01; დანარჩენი 2 ლ-ზე მეტი ტევადობის ჭურჭელში, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 690 09; ხილისაგან გამოხდილი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 710 00; ტეკილა, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 750 00; დანარჩენი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 770 00; დანარჩენი სპირტიანი სასმელები ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, ჭურჭელში ტევადობით, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 780 00; 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 910 00; 2 ლ-ზე მეტი. სეს ესნ-ის კოდი 2208 90 990 00.

4. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების სერიის მეორე ასო-ნიშანი ცვალებადია და რვაციფრიანი რიგითი ნომრის შევსების შემთხვევაში იცვლება სხვა ანბანური ასო-ნიშნით.

5. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე აღნიშნულია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:

ა) არაყისათვის -

0.051ლ-0,100ლ

0.101ლ-0,200ლ

0.201ლ-0,250ლ

0.251ლ-0,300ლ

0.301ლ-0,400ლ

0.401ლ-0,500ლ

0.501ლ-0,700ლ

0.701ლ-1,00ლ

1,001ლ-2,00ლ

2,001ლ-10,00ლ

ბ) სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით (გამოხდით) _

0,051ლ _ 0.200ლ

0,201ლ _ 0.300ლ

0,301ლ _ 0.500ლ

0,501ლ _ 0.750ლ

 გ) ლიქიორები

 0,051ლ _ 0.200ლ

0,201ლ _ 0.300ლ

0,301ლ _ 0.500ლ

0,501ლ _ 0.750 ლ

0.751ლ _ 1,00ლ

 დ) ეთილის სპირტისათვის - 

 0,051ლ ­­_ 0,300ლ

 0,301ლ _ 0,500ლ

 0,501ლ _ 0,750ლ

ე) სხვა ალკოჰოლური სასმელებისათვის (ვისკი, რომი და ტაფია, ჯინი და ღვიის ნაყენი, სხვა დადუღებული სასმელები, სხვა სპირტიანი სასმელები)

 0,051ლ _ 0.200ლ

 0,201ლ _ 0.500ლ

 0,501ლ _ 0,750ლ

 0,751ლ _ 1,00ლ

6. ლუდისათვის განკუთვნილ აქციზური მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის აღმნიშვნელი ციფრობრივი მაჩვენებელი, სერიის მაჩვენებელი ლათინური ანბანის ორი ასო-ნიშნით და შვიდციფრიანი რიგითი ნომერი (ალაოს ლუდი, სეს ესნ-ის კოდი 2203 00).

7. ადგილობრივი ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:

0,33 ლ

0,5 ლ

1,0 ლ

1,5 ლ

2,0 ლ

2,25 ლ

8. სერიის მაჩვენებელი ლათინური ანბანის ორივე ასო-ნიშანი იცვლება ალფაბეტური წესით.

9. იმპორტული ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:

 0,3 ლ

 0,5 ლ

 1,0 ლ

 1,5 ლ

 2,0 ლ

 2,25 ლ

10. იმპორტული ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე პირველი ლათინური ანბანის ასო-ნიშანი ,,I“ უცვლელია და აღნიშნავს „იმპორტს”, ხოლო მეორე იცვლება ალფაბეტური წესით რიგითი ნომრის ამოწურვის მიხედვით.

 

მუხლი 792. შემოსავლების სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ მატერიალური ფორმის აქციზური მარკების ფონური ფერები და შეფუთვის ფორმები

1. შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის მარკების ფონური ფერია:

ა) ყვითელი-ლურჯი ფერი - ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლური ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა;

ბ) ყვითელი-ოქროსფერი ფერი - იმპორტული და ადგილობრივი ლუდის ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა;

გ) წითელი-ლურჯი ფერი - ადგილობრივი ფილტრიანი და უფილტრო (სიგარეტი, სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა;

დ) ყვითელი-ლურჯი ფერი - იმპორტული თამბაქოს ნაწარმისათვის (სიგარეტი, სიგარა, სიგარილა) განკუთვნილი აქციზური მარკა.

2. შერჩეული პირის მიერ მატერიალური ფორმის აქციზური მარკების გაცემა ხორციელდება შეფუთული სახით, შემდეგი ფორმით:

ა) აქციზური მარკა 1000 ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ბ) აქციზური მარკა 6000 ცალიანი რულონი (თვითწებადი);

გ) ლუდის მარკების რულონი 10 000 ცალიანი (თვითწებადი);

დ) ადგილობრივი უფილტრო სიგარეტი (სიგარა-სიგარილა) 1000 ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ე) ადგილობრივი უფილტრო სიგარეტი 10 000 ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ვ) ადგილობრივი ფილტრიანი სიგარეტი 108 000 ცალიანი შეკვრა (მშრალი);

ზ) ადგილობრივი ფილტრიანი სიგარეტი 10 800 ცალიანი შეკვრა (მშრალი);

თ) იმპორტული უფილტრო სიგარეტი (სიგარა-სიგარილა) 1000 ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ი) იმპორტული უფილტრო სიგარეტი 108 000 ცალიანი შეკვრა (მშრალი);

კ) იმპორტული უფილტრო სიგარეტი 10 800 ცალიანი შეკვრა (მშრალი);

ლ) იმპორტული ფილტრიანი სიგარეტი 108 000 ცალიანი შეკვრა (მშრალი);

მ) იმპორტული ფილტრიანი სიგარეტი 10 800 ცალიანი შეკვრა (მშრალი);

3. შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია დაშიფრულია უხილავი მატრიცის/კოდის საშუალებით.

4. რულონური ტიპის თვითწებად აქციზურ მარკებზე დატანილია სერიული ნომერი საქონლის ნიშანდების/მარკირების შესახებ საინფორმაციო ბაზაში მათი გამოყენების ასახვისათვის (გააქტიურებისათვის).

5. შემოსავლების სამსახურისა და შერჩეული პირის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, შერჩეული პირი აქციზური მარკების გაცემას ანხორციელებს ნაწილობრივი ფორმით.

 

მუხლი 793. შემოსავლების სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის ელექტრონული მონაცემთა ბაზა და მომხმარებლად რეგისტრაცია

1. ელექტრონული აღრიცხვის მონაცემთა ბაზა (შემდგომში - მონაცემთა ბაზა) წარმოადგენს შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შექმნილ ბაზას, სადაც ინახება ინფორმაცია აქციზური და არააქციზური საქონლისათვის განკუთვნილი მატერიალური და არამატერიალური მარკის მოთხოვნასა და გამოყენებაზე.

2. შერჩეული პირის მიერ მატერიალური და არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელებისა და მომსახურების გაწევამდე მეწარმე - სუბიექტი და დადგენილ შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში მომხმარებლად.

3. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მეწარმე-სუბიექტი და ფიზიკური პირი დადგენილ შემთხვევაში (შემდგომში - მომხმარებელი) შემოსავლების სამსახურს წარუდგენს №IV-021 და №IV-022 დანართების შესაბამის სარეგისტრაციო ფორმას.

4. შერჩეული პირი მომხმარებლის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე. მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის რეგისტრაციას შერჩეული პირი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის მიმართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

5. დანართი №IV-021 -ით დამტკიცებული სარეგისტრაციო ფორმა ივსება შემდეგი წესით:

ა) პირველ სვეტში მიეთითება მომხმარებლის დასახელება;

ბ) მე-2 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) მე-3 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული პროდუქციის სახეობა (ალკოჰოლური სასმელი, ლუდი, ფილტრიანი თამბაქო, უფილტრო თამბაქო, სიგარა, სიგარელა);

დ) მე-4 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა, რეგიონი;

ე) მე-5 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის ფაქტობრივი მისამართის საფოსტო ინდექსი;

ვ) მე-6 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის ფაქტობრივი მისამართი;

ზ) მე-7 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის ელ. ფოსტის მისამართი, სადაც გაიგზავნება ინვოისი და შეტყობინება შეკვეთის შესახებ;

თ) მე-8 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ი) მე-9 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი მონაცემთა ბაზაში ოპერაციების განსახორციელებლად (შეკვეთა, პროგნოზი, ინვოისის მიღება);

კ) მე-10 სვეტში მიეთითება - მარკების მიღებაზე მინდობილი პირი (სახელი, გვარი);

ლ) მე-11 სვეტში მიეთითება - მარკების მიღებაზე მინდობილი პირის პირადი ნომერი;

6. დანართი №IV-022-ით დამტკიცებული სარეგისტრაციო ფორმა ივსება შემდეგი წესით:

ა) მე-2 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული სეს ესნ-ის კოდი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) მე-3 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული პროდუქციის დასახელება ბრენდის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმზე ბრენდის დასახელება არ ივსება;

გ) მე-4 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული აქციზური პროდუქციის ერთეულის ლიტრაჟი, თამბაქოს ნაწარმზე - კოლოფში განთავსებული ღერების რაოდენობა;

დ) მე-5 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული პროდუქციის შეფუთვის სახეობა (შუშის ბოთლი, მყარი შეფუთვა, რბილი შეფუთვა და სხვა);

ე) მე-6 სვეტში მიეთითება - მომხმარებლის დასახელება;

ვ) მე-7 სვეტში მიეთითება - პროდუქციის წარმოშობა (ადგილობრივი, იმპორტი).

7. მომხმარებელი აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად შეკვეთას/განაცხადს მარკების შეძენაზე წარადგენს მონაცემთა ბაზის საშუალებით.“.

 

4. 793 მუხლის შემდეგ დაემატოს №IV-021 და №IV-022 დანართები შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №IV-021

მომხმა

რებლის დასახელება

საიდენტი

კიცაიო ნომერი

წარმოებული/

იმპორტი

რებული პროდუქტის დასახელება (სახეობა)

ტერიტო

რიული რეგიონი

საფოსტო კოდი

ფაქტობრივი მისამართი

ელ. ფოსტის მისამათი

საკონტაქტო ტელეფონი

უფლება

მოსილი საკონტაქტო პირი, სახელი

სახელი გვარი

მარკების მიღებაზე მინდობილი
პირი

მარკების მიღებაზე მინდონილი პ/ნD

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №IV-022

 

სეს ესნ კოდი

პროდუქციის დასახელება (თამბაქოს გარდა)

მოცულობა/

შეფუთვის ფორმა

მომხმარებლის დასახელება

წარმოშობა

ღერების

 

რაოდენობა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 5. მე-80 მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13-მე-15 პუნქტები:

„13. შემოსავლების სამსახურის მიერ აქციზური მარკების გაცემის შემთხვევაში, თუ მეწარმე-სუბიექტის მიერ წარმოდგენილ სპეციფიკაციაში (ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში) აღნიშნული იქნება ისეთი მოცულობის ტარა, რომელიც ზუსტად არ მიესადაგება აქციზურ მარკებზე აღნიშნულ მოცულობებს, გაიცემა ამ ბრძანებით დადგენილი ყველაზე მიახლოებული, უფრო დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები.

14. პროდუქციის სახეობის ფარგლებში, სეს ესნ-ის შესაბამისი კოდის მქონე იმპორტული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, მარკირების/ნიშანდების მოთხოვნების (მათ შორის, ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარების ან/და საკოლექციო მიზნით საქართველოში შემოტანილი) სრულად დაკმაყოფილების მიზნით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, გასცეს სეს ესნ-ის სხვა კოდის საქონლისათვის განკუთვნილი იგივე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მარაგში არსებული ყველაზე დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა.

15. შემოსავლების სამსახური მატერიალური ფორმის აქციზური მარკების გაცემას ახორციელებს ეტაპობრივად, თითოეული პროდუქციის სახეობაზე არსებული აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შესაბამისად.“.

 

6. 801 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ წარდგენილ შეკვეთაში-განაცხადში მიეთითება:

ა) მომხმარებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) მატერიალური ფორმის მარკების დანიშნულება;

გ) მატერიალური ფორმის მარკების მიწოდების სასურველი თარიღი;

დ) საქონლის დასახელება;

ე) გასაცემი მატერიალური ფორმის მარკების შეფუთვების რაოდენობა სახეობების მიხედვით (რულონი, ყუთი).“;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. თამბაქოს მწარმოებელთან გადაგზავნამდე, აქციზური მარკების შეფუთვა ხდება აქციზური მარკების გაცემის ადგილზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის, შემოსავლების სამსახურის ან/და შერჩეული პირის წარმომადგენლების თანდასწრებით, რაზედაც ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.“.

 

7. 802 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არამატერიალური ფორმის მარკით საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად მომსახურების მიღების შესახებ წარდგენილ განაცხადში მიეთითება:

ა) მომხმარებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) არამატერიალური ფორმის მარკების დანიშნულება;

გ) საქონლის დასახელება;

დ) არამატერიალური ფორმის მარკების რაოდენობა (1 ცალი ტოლია 1000 ცალის ფორმატით).“.

 

8. 81-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლისა და აქციზური მარკების მიმღები მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილ აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ აქტის ასლს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

9. 811 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გამოუყენებული მატერიალური ფორმის აქციზური მარკების უკან დაბრუნება ხორციელდება შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების შესწავლის შედეგების შემოსავლების სამსახურისთვის შეტყობინების შემდეგ, შემოსავლების სამსახურისგან მიღებული დასტურის შესაბამისად, როგორც ნაწილობრივი, ასევე, 792 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეფუთვების ფორმით. თამბაქოსათვის განკუთვნილი აქციზური მარკების დაბრუნების შემთხვევაში, უკან დაბრუნებული აქციზური მარკების შეფუთვების ფორმები უნდა შეესაბამებოდეს მის გაცემისას არსებულ ფორმებს, გარდა 792 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შერჩეული პირი ახდენს უკან დაბრუნებული აქციზური მარკების აღრიცხვასა და უტილიზაციას. უტილიზაცია ხორციელდება შემოსავლების სამსახურთან შეთახმებით, უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.“.

10. 812 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოს შერჩეული პირისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მონაცემთა ბაზაში არასწორად ასახული პროდუქციის თაობაზე შესაბამისი ოქმის შედგენა დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელიც წარედგინება შემოსავლების სამსახურს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მატერიალური ფორმის მარკებით საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განხორციელებისას მეწარმე-სუბიექტისა და ფიზიკური პირის მოვალეობებია:

ა) 3 სამუშაო დღით ადრე აცნობოს შემოსავლების სამსახურს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულ ინფორმაციაში დამატებების ან ცვლილებების თაობაზე;

ბ) არ მოახდინოს ნიშანდებული/მარკირებული ნაწილის დაფარვა სხვა მასალით, რომელიც ხელს შეუშლის მარკის საიდენტიფიკაციო მაჩვენებლების ამოცნობას (მარკაში დაშიფრული ინფორმაციის წაკითხვას);

გ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმ პროდუქციის თაობაზე, რომლის ნიშანდებაზე მონაცემთა ბაზაში აისახა (გააქტიურდა) არასწორი ინფორმაცია;

დ) მატერიალური ფორმის მარკების მიღებიდან 6 თვიან პერიოდში მოახდინოს იმპორტისათვის მიღებული მატრიალური ფორმის მარკების გამოყენება ან დაბრუნება. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, უზრუნველყოს პროდუქციაზე ნიშანდების/მარკირების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება);

ე) მატერიალური ფორმის მარკების მიღების შემდეგ, შეფუთვის ფორმების მიხედვით, მათზე დატანილი კოდის-ნუმერაციის შესაბამისად, უზრუნველყოს მოძრაობის (მიღებულია, უარყოფილია, დაკარგულია) სტატუსის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება).“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგი დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ნიშანდებული/მარკირებული პროდუქციის შესახებ არასწორად ასახული (გააქტიურებული) ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში გასწორება ხორციელდება შერჩეული პირის მიერ, შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური