საქართველოს შრომის კანონთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის კანონთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 45, 21/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.282
  • Word
1025
31/10/1997
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 45, 21/11/1997
270.000.000.05.001.000.282
საქართველოს შრომის კანონთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

(ამონარიდი)

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

II. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421), 42-ე და 215-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 42. შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) თანამდებობის პირის მიერ შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, _

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე“.

     „მუხლი 215. შრომის სახელმწიფო ინსპექტორები

შრომის სახელმწიფო ინსპექტორები განიხილავენ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:

ა) შრომის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს _ დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე;

ბ) შრომის სახელმწიფო ინსპექტორებს _ დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 31 ოქტომბერი.

№1025_Iს