„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.018584
199
06/05/2015
ვებგვერდი, 06/05/2015
120200010.10.003.018584
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №199

2015 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის   მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. საქართველოს დაზვერვის სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე.

2. სამსახურის დირექტორატის  უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი, სამსახურის დირექტორატის უფროსის მოადგილე.

3. სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი, სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

4. სამსახურის სამმართველოს უფროსი, სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

5. სამსახურის ინსტრუქტორ-კონსულტანტი, სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკოსი.

6. სამსახურის განყოფილების უფროსი, სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე.

7. სამსახურის დაზვერვის ოფიცერი, სამსახურის სპეციალისტი.

8  სამსახურის დაცვის ოფიცერი, სამსახურის დაცვის თანამშრომელი.

9. სამსახურის ოპერატიული მორიგე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი