„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 30/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.018588
203
11/05/2015
ვებგვერდი, 11/05/2015
300390000.10.003.018588
„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №203

2015 წლის 11 მაისი

ქ.თბილისი

 

„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/03/2015, 300390000.10.003.018494) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2015 წლის  15 მაისისა, საქართველოს მთავრო­ბასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შე­ქმ­ნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შე­სახებ“  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული, ურთიერთვალდებულებათა შე­სა­ხებ ხელშეკრულება, თიზის ფუნქციონირების დაწყებიდან, 2020 წლის ჩათვლით განსახორციელებელ  ვალდებულებებთან დაკავშირებით, ხოლო 2021 წლიდან, თიზის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით - არა უგვიანეს 2020  წლის პირველი დეკემბრისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 30 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი