„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 15/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.018597
212
15/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
300390000.10.003.018597
„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2015 წლის 15 მაისი

ქ.თბილისი

 

„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის  შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/03/2015, 300390000.10.003.018494) შეტანილ იქნეს  ცვლილება:

1.პირველი მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ივლისისა, უზრუნველყოს „შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENTS GROUP LTD“-ის მიერ ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის ჩრდილოეთით, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 დეკემბრის №52841 ბრძანებაში მითითებული:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმის შესაბამისად;

ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;

გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერის, კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;

ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა, გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;

ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა.“.

 2. პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2015 წლის  30 მაისისა, საქართველოს მთავრო­ბასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შე­ქმ­ნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შე­სა­ხებ ხელშეკრულება, თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან  2020 წლის ჩათვლით განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ხოლო 2021 წლიდან თიზ-ის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით - არაუგვიანეს 2020 წლის პირველი დეკემბრისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 15 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი