,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 18/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018635
250
04/06/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
040030000.10.003.018635
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №250

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში  (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1546) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  დებულების:

1.  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს) ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზა (ამბულატორიული, სტაციონარული); ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობისათვის სავალდებულო ექსპერტიზა (ამბულატორიული, სტაციონარული);“.

2.  მე-13 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად სასამართლო-ფსიქიატრიული, სასამართლო-ფსიქოლოგიური, კომპლექსური (სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური) და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობისათვის სავალდებულო ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;“.

3. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ)  ბიუროს ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები, ლაბორანტები, უფროსი მედდები, მედდები, სანიტრები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი