საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 16/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.596
  • Word
596
25/11/2004
სსმ, 37, 16/12/2004
090.000.000.05.001.001.596
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 98-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს. საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში სპეციალისტის მონაწილეობის წესი გათვალისწინებულია ამ კოდექსის 99-ე მუხლით.“.

2. 104-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური საექსპერტო დაწესებულება (ექსპერტი), სპეციალისტი (შესაბამისი დაწესებულება, სადაც სპეციალისტი მუშაობს) და თარჯიმანი იღებენ გასამრჯელოს თავიანთი მოვალეობების შესრულებისათვის და კომპენსაციას იმ დანახარჯებისათვის, რომლებიც მათ გასწიეს ამ მოვალეობათა შესასრულებლად.

3. გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო სახსრებიდან კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტიზისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოებს სახელმწიფო სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის.“.

3. 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის), სპეციალისტისა და თარჯიმნისათვის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხებისაგან;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან;“.

4. 218-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა“, გ“, დ“, ე“, ვ“ და ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სასამართლომ შეიძლება დააკისროს მსჯავრდებულს და მიღებული თანხები ჩარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში ანდა გადაუხადოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსაციის სახით, ხოლო 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებას აუნაზღაურდება ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ამ კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 25 ნოემბერი.

№596IIს