„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016762
164
09/06/2015
ვებგვერდი, 09/06/2015
200090000.22.033.016762
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №164

2015 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996  ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 03.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 41-ე მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგების გადასახადის დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია და მათი წარდგენა ხორციელდება ნებაყოფლობით. ტოტალიზატორის მომწყობი პირი,   რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადს იხდის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან, დეკლარაციის III ნაწილში ვალდებულია შეავსოს მხოლოდ  მე-16 და მე-40 სტრიქონები.“.

2. 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 29 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური