დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 188 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016768 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 03.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, 2015 წლის აპრილიდან მაისის ჩათვლით პერიოდში, სავაჭრო ქსელში არსებული ფასების შესწავლისას შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლინდა 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის რომელიმე დასახელების/ ქვედასახელების საცალო სარეალიზაციო ფასისაგან განსხვავებული ფასი, შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებელია 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის „ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში 2015 წლის 1 ივლისამდე განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები