დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 875 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 19/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.230.000.05.001.001.673 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 46) 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82
კონტროლის პალატის მიერ რევიზია-შემოწმების შედეგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს საგადასახადო სამსახური.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№875–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები