„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 893
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 19/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 370.030.000.05.001.001.682
  • Word
893
29/12/2004
სსმ, 6, 19/01/2005
370.030.000.05.001.001.682
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური ან იურიდიული პირი არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლოდ ახალი მიწის ათვისების თანხას ჩარიცხავს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. ახალი მიწის ათვისების დაფინანსება

ახალი მიწის ათვისების ღონისძიებათა დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

893რს